დრილი
დრილი (Mandrillus leucophaeus) — ცხვირვიწრო მაიმუნი მანდრილის გვარისა. მამლის სიგრძეა 60-75 სმ, იწონის 50 კგ-მდე. აქვს დიდი საჯდომი კორძები. დრილი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის ეკვატორულ ნაწილში. ბინადრობს ტყეში პატარა ჯოგებად. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. დედალი დრილი წელიწადში ერთხელ შობს ერთ ნაშიერს.
დრილი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Mandrillus leucophaeus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 639.