მანდრილი (Mandrillus) — უმდაბლესი ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 70-80 სმ, მასა 20 კგ აღწევს. დედალი მამალზე პატარაა. მანდრილის წინა კიდურები უკანაზე გრძელია. აქვს დიდი თავი, წინ წამოწეული ფართო სახე. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მანდრილი (Mandrillus sphinx) და დრილი. ჩვეულებრივ მანდრილს კაშკაშა შეფერილობა აქვს. მამალს ღია წითელი ცხვირი აქვს, ლოყის გასწვრივ ნაოჭიანი პრიალა ლურჯი ლილვაკები გასდევს. მანდრილი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკაში, ტენიან და კლდოვან ტყეში. უმეტეს დროს მიწაზე ატარებს, მაგრამ ხეზე სძინავს და იკვებება. ნაირჭამიაა. მძვინვარე, აგრესიული ცხოველია. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება.