ჟან დრეში
ფრანგი გეოგრაფი და გეომორფოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან დრეში, ჟან)
ჟან დრეში (ფრანგ. Jean Dresch; დ. 30 ნოემბერი 1905, პარიზი, საფრანგეთი, — გ. 4 მარტი 1994, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი გეოგრაფი და გეომორფოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. 1931 წლიდან პროფესორია. 1945-1947 წლებში ასწავლიდა სტრასბურის უნივერსიტეტში, ხოლო 1948 წლიდან სორბონის უნივერსიტეტში. 1960-1970 წლებში პარიზის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ატლასის მთებისა და საჰარის რელიეფის წარმოშობისა და დახასიათების საკითხებს, ტროპიკული დასავლეთი აფრიკის მოსწორების ზედაპირებს. 1968-1980 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მეტად ცნობილია მისი მონოგრაფია „ხმელთაშუაზღვისპირეთი“ (ტ. 1-2, 1953-1956).
ჟან დრეში | |
---|---|
ფრანგ. Jean Dresch | |
დაბ. თარიღი | 30 ნოემბერი, 1905[1] [2] |
დაბ. ადგილი | პარიზი |
გარდ. თარიღი | 4 მარტი, 1994[1] [2] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | პარიზის ლიტერატურის ფაკულტეტი, პარიზის დიდროს უნივერსიტეტი და Paris Nanterre University |
ალმა-მატერი | პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და პარიზის ლიტერატურის ფაკულტეტი[3] |
მამა | Joseph Dresch |
შვილ(ებ)ი | Brigitte Dresch[4] და Lydie Dresch[5] [6] |
ჯილდოები | Q130979516?[7] |
თხზულებები
რედაქტირება- Essai sur l'évolution du relief dans la région prérifaine, P., 1933;
- Recherches sur l'évolution du relief dans le massif central du Grand Atlas, le Haouz et le Sous, P., 1941.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჟან დრეში — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ https://catalogue.bnf.fr/ark:/12148/cb320439329
- ↑ https://gw.geneanet.org/jfriedel?lang=en&iz=68&p=brigitte&n=dresch
- ↑ https://gw.geneanet.org/jfriedel?lang=en&iz=68&p=lydie&n=dresch
- ↑ https://blogs.mediapart.fr/edwy-plenel/blog/300617/roland-rappaport-avocat-de-toute-l-humanite
- ↑ https://socgeo.com/les-grands-prix-de-la-societe/