დოსოს რეგიონი
დოსოს რეგიონი (ფრანგ. Dosso) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 33 844 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 037 713 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 60,21 ად./კმ². რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი დოსო.
რეგიონი | |
---|---|
დოსოს რეგიონი ფრანგ. Dosso | |
ქვეყანა | ნიგერი |
ადმ. ცენტრი | Dosso |
შიდა დაყოფა | Boboye Department, Dogondoutchi Department, Dosso Department, Gaya Department და Loga Department |
კოორდინატები | 13°03′00″ ჩ. გ. 3°12′00″ ა. გ. / 13.05000° ჩ. გ. 3.20000° ა. გ. |
ფართობი | 33 844 კმ² |
მოსახლეობა | 2 037 713 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 60,21 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოგრაფია
რედაქტირებადოსოს რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-დასავლეთში. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს ტილაბერის რეგიონი, აღმოსავლეთში — ტაჰუის რეგიონი. დოსოს რეგიონის სამხრეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ნიგერიასთან და ბენინთან.
დოსოს რეგიონში მიედინება მდინარე ნიგერი. კლიმატი ცხელია, ხშირი წვიმებით. ნიადაგი ნაყოფიერია.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 5 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი დოსო).
ბობოიეს დეპარტამენტი (Boboye):
- ფართობი: 4794 კმ²
- მოსახლეობა: 372 904 ად. (2011 წელი)
დოგონდუჩის დეპარტამენტი (Dogondoutchi):
- ფართობი: 11 936 კმ²
- მოსახლეობა: 682 289 ად. (2011 წელი)
დოსოს დეპარტამენტი (Dosso):
- ფართობი: 8587 კმ²
- მოსახლეობა: 488 509 ად. (2011 წელი)
გაიას დეპარტამენტი (Gaya):
- ფართობი: 4446 კმ²
- მოსახლეობა: 349 794 ად. (2011 წელი)
ლოგის დეპარტამენტი (Loga):
- ფართობი: 4081 კმ²
- მოსახლეობა: 184 843 ად. (2011 წელი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.