ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


დომინიკ პირი (ნიდერლ. Dominique Pire, დ.10 თებერვალი, 1910 - გ. 30 იანვარი, 1969) — ბელგიელი მთხოვნელთა ორდენის წევრი, რომელიც ეხმარებოდა ლტოლვილებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან 1958 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. 1958 წლის 11 დეკემბერს პირმა წაიკითხა ნობელის ლექცია თემაზე: "ძმური სიყვარული: მშვიდობის საფუძველი". [18]

დომინიკ პირი
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1910(1910-02-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი Dinant[12]
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1969(1969-01-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი Leuven[1] [13] [14] [15]
მოქალაქეობა  ბელგია
განათლება ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი და Pontifical University of Saint Thomas Aquinas
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[16] [17] , კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ და Croix de guerre 1940–1945 (Belgium)[12]

ადრეული ბიოგრაფია

რედაქტირება

დომინიკ პირი დაიბადა ბელგიის დინანტში. იყო ოთხ შვილიანი ოჯახის უმცროსი შვილი, სამოქალაქო მოხელე ჯორჯ პირის (Sr.) და ბერტე (რავეტი) პირის ვაჟი.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას პირის ოჯახი ბელგიიდან საფრანგეთში გაიქცა ნავით, რათა თავი დაეღწიათ გერმანიის ჯარების შემოტევებისგან. 1918 წელს ომის შეწყვეტის შემდეგ ოჯახმა შეძლო დინანტში დაბრუნება, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული. [19]

განათლება

რედაქტირება

დომინიკ პირი სწავლობდა კლასიკასა და ფილოსოფიას Collège de Bellevue-ში და თვრამეტი წლის ასაკში შევიდა ლა სარტის დომინიკელთა ორდენში . მან საბოლოო აღთქმა დადო 1932 წლის 23 სექტემბერს, ეწოდა ორდენის დამფუძნებლის სახელი, დომინიკი. შემდეგ მან შეისწავლა თეოლოგია და სოციალური მეცნიერებები ვატიკანის საერთაშორისო ინსტიტუტ Angelicum-ში, მომავალი, წმინდა თომა აკვინელის საეკლესიო უნივერსიტეტი რომში, სადაც მას მიღებული აქვს სასულიერო ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი, 1936 წელს. დაიცვა დისერტაცია სათაურით L'Apatheia ou insensibilité irréalisable et destructrice (აპათია ან გაუგებარი და დამანგრეველი უგრძნობელობა). შემდეგ იგი დაბრუნდა ლა სარტის სტუდიაში, სადაც ასწავლიდა სოციოლოგიას.

სწავლის დასრულების შემდეგ პირი დაბრუნდა ლა სარტში, იუიში, ბელგიაში, სადაც მან თავი მიუძღვნა ღარიბ ოჯახთა დახმარებას, რათა შეძლებოდათ ღირსეულად ცხოვრება. მეორე მსოფლიო ომის დროს პირი მსახურობდა ბელგიის საჯარისო ნაწილში მღვდლად, გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა მათ საქმიანობაში, მაგალითად, ეხმარებოდა მოკავშირეთა მფრინავებს კონტრაბანდის ქვეყნის გარეთ გატანაში. მან, ომის შემდეგ, ამ სამსახურისთვის რამდენიმე მედალი მიიღო.

1949 წელს მან დაიწყო ომისშემდგომ ლტოლვილებთან ( იძულებით გადაადგილებულ პირთა ) დაკავშირებული საკითხების შესწავლა და დაწერა წიგნი მათ შესახებ, სახელწოდებით Du Rhin au Danube avec 60,000 D. P. მან დააფუძნა ორგანიზაცია მათ დასახმარებლად. ორგანიზაციამ დააფინანსა ლტოლვილების ოჯახები და 1950-იან წლებში აუშენა უამრავი სოფელი ავსტრიასა და გერმანიაში.

მშვიდობის პრემიაზე გამარჯვების შემდეგ, პირს „მშვიდობის უნივერსიტეტი“ დაეხმარა გლობალური ცნობიერების ამაღლებაში. მოგვიანებით დარწმუნდა, რომ მშვიდობა ვერ დაისადგურებდა სიღარიბის აღმოფხვრის გარეშე, მან დააარსა „მშვიდობის კუნძულები“, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიეძღვნა განვითარებად ქვეყნებში სოფლის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. პროექტები დაიწყო ბანგლადეშსა და ინდოეთში .

იგი გარდაიცვალა ლიოვენის რომის კათოლიკურ საავადმყოფოში, 1969 წლის 30 იანვარს, ოპერაციის შემდგომი გართულებებისგან.

მისი გარდაცვალებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი მის მიერ დაარსებული ოთხი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად მუშაობს. 2008 წელს შეიქმნა პროგრამა მისი მოღვაწეობის პატივსაცემად ლას კასასის ინსტიტუტში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლექფრიარს ჰოლში .

 
ჯორჯ პირი იღებს ნობელის პრემიას მშვიდობისათვის 1958 წელს ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის გუნარ ჯანისგან, ოსლოს უნივერსიტეტში.

დომინიკ პირის მიერ დაარსებული ორგანიზაციები

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bartlett, R.M., «Heart Open to the World», Christian Century, 78 (August 9, 1961) 955-956.
  • Current Biography, 20 (1959) 362-364.
  • Houart, Victor, The Open Heart: The Inspiring Story of Father Pire and the Europe of the Heart. London, Souvenir Press, 1959.
  • Northcott, Cecil, «Profile: Father Dominique Pire», Contemporary Review, 1160 (1962) 130-131.
  • «Père Pire’s Peace Corps», America, 109 (October 5, 1963) 373.
  • Pire, Dominique Georges, Building Peace, in collaboration with Dr. Charles Dricot. Preface by Prof. Robert Oppenheimer. Translated from the French by Graeme M. Ogg. London, Transworld, 1967. (Bâtir la paix. Verviers, Belgium, Gérard, 1966.)
  • Pire, Dominique Georges, Europe of the Heart: The Autobiography of Father Dominique Pire, as told to Hugues Véhenne. Translated from the French by John L. Skeffington. London, Hutchinson, 1960. (Souvenirs et entretiens du R. P. Dominique Pire. Bruxelles, 1959.)
  • Pire, Dominique Georges, Vivre ou mourir ensemble. Avant-propos, introduction… de Raymond Vander Elst. Bruxelles, Presses Académiques Européennes, 1969.
  • Weyergans, Franz, Le Père Pire et l’Europe du Coeur. Paris, Éditions Universitaires, 1938.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118742701 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL.
  5. 5.0 5.1 Dictionnaire des WallonsFédération Wallonie-Bruxelles, Institut Jules Destrée.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. 10.0 10.1 Find a Grave — 1996.
  11. 11.0 11.1 Olomouc City Library regional database
  12. 12.0 12.1 ODIS — 2003.
  13. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  14. https://www.nobelprize.org/prizes/peace/1958/pire/biographical/
  15. Find a Grave — 1996.
  16. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1958/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. https://books.google.com/books?id=ZoKygfNrBzUC&pg=PA157#v=onepage&q&f=false Accessed 21-7-2013
  19. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2012-10-15.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომინიკ_პირი“-დან