სიტყვა "დოიჩი" წარმოადგენს გერმანული ენის, გერმანელი ხალხის აღმნიშვნელ ცნებას. თავად გერმანიის სახელწოდება მომდინარეობს ასევე სიტყვისაგან "დოიჩ" (გერმ. Deutsch), "დოიჩლანდ" (გერმ. Deutschland) სიტყვასიტყვით თარგმანში აღნიშნავს გერმანელთა ქვეყანას.

"დოიჩ" : გლოტონიმი და ეთნონიმი

რედაქტირება

გერმანელთა ენისა და ერის აღმნიშვნელი სიტყვა "დოიჩი" თვითონ გერმანულ ენაში არ იწარმოებს ქართულის მსგავსად არსებითი და ზედსართავი სახელების შესაბამისად ცალ-ცალკე ფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული თვითსახელდებით "დოიჩ" აღნიშნავს ენასაც და ერსაც.

განსხვავების დანახვა მხოლოდ მორფოლოგიური ფორმაცვალებადობის დროსაა შესაძლებელი.

ძველი ზემოგერმანული diutisc (დასავლეთფრანკული *Þeodisk), რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდა "ხალხისას", "ხალხის კუთვნილს", "ხალხისეულს", "ხალხის განუსხვისებელს" ( => ძველ გერმანთა მეტყველებაში Þeudā, ძველზემოგერმანული diot[a], ანუ ხალხი).

თავდაპირველად, ამ სიტყვის გამოყენებით ზღვარი ედებოდა გერმანიკული იდიომებით მეტყველ ხალხებს რომანულენოვანი ხალხებისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hans Eggers (გამომც.): Der Volksname Deutsch. (= Wege der Forschung ტომი 156) Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1970.
  • Chronik-Handbuch Daten der Weltgeschichte; გვ. 132; Gütersloh, München: Chronik Verlag, 1997; ISBN 3-577-14511-0
  • Helmut Berschin: Deutschland – ein Name im Wandel. Die deutsche Frage im Spiegel der Sprache; München 1979
  • Wolfgang Haubrichs, Herwig Wolfram: Theodiscus. წიგნში: Reallexikon der Germanischen Altertumskunde ტომი 30, Heinrich Beck, Dieter Geuenich, Heiko Steuer (გამომც.). BerlinNew York, 2005. ISBN 3-11-018385-4. გვ. 421-დან.
  • Heinrich Beck, Dieter Geuenich, Heiko Steuer, Dietrich Hakelberg (გამომც.): Zur Geschichte der Gleichung „germanisch-deutsch“. Sprache und Namen, Geschichte und Institutionen. (= Ergänzungsbände zum Reallexikon der Germanischen Altertumskunde; 34) de Gruyter, Berlin, New York 2004, ISBN 978-3-110-17536-3.
  • Rosemarie Lühr: Das Wort 'deutsch' in seinen einheimischen Bezügen. წიგნში: Zeitschrift für Linguistik und Literaturwissenschaft. 24, ჟურნალი 94 (1994), გვ. 26–46.