დიუნკერკის ბრძოლა |
---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი |
საომარი მოქმედებების გეგმა |
თარიღი |
26 მაისი - 4 ივნისი, 1940 |
---|
მდებარეობა |
დიუნკერკი, საფრანგეთი |
---|
შედეგი |
გერმანიის ტაქტიკური გამარჯვება, მოკავშირეების ევაკუაცია |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
|
დანაკარგები |
---|
11 000 მკვდარი, 40 000 ტყვე, 50 000 მანქანა (მათ შორის ტანკები), 9 გამანადგურებელი, 200 საზღვაო გემი, 177 თვითმფრინავი
|
20 000-30 000 დაღუპული და დაჭრილი, 100 ტანკი, 240 თვითმფრინავი
|
|
დიუნკერკის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დიუნკერკის ბრძოლა — მეორე მსოფლიო ომის ბრძოლა მოკავშირეებისა და გერმანიის ძალებს შორის. მიმდინარეობდა 1940 წლის 26 მაისიდან 4 ივნისამდე, ვერმახტის ფრანგული კამპანიის დროს.
უცნაური ომის შემდეგ ეს იყო საფრანგეთისათვის პირველი რეალური ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. გერმანიის ძალებმა ნიდერლანდების დაპყრობის შემდეგ გეზი ბელგიისკენ აიღეს. ფრანგი მხედართმთავრის, მორის გამელენის აზრით, გერმანელები შეჩერდებოდნენ მაჟინოს ხაზის მახლობლად. გერმანიის ძალებმა გადალახეს საფრანგეთის საზღვრები სედანთან, ხოლო შემდეგ გაემართნენ ჩრდილო-დასავლეთით ლა-მანშისაკენ. მოკავშირეების ძალები ფაშისტთა რაზმებს 20 მაისს მდინარე სომის ოკეანესთან შეერთების ადგილზე დახვდნენ. მათ შეძლეს ბრიტანელების დამარცხება, თუმცა ჰიტლერის ბრძანების მიხედვით შეჩერდნენ. 4 ივნისს მოკავშირეებმა მოახდინეს ძალების ევაკუაცია ბრიტანეთის კუნძულებზე.