დიმიტრი ფირბარი (დ. 1 აგვისტო, 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, თეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, სასულიერო პირი, ჰუმანიტარი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი მწვანე მშენებლობის არქიტექტურის სპეციალობით, აგრეთვე თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობით.

2003 წელს კაიროს უნივერსიტეტში გაიარა არაბული ენის კურსები. მუშაობს ქურთების ისტორიისა და რელიგიის (იეზიდიზმის) საკითხებზე. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემების (იეზიდურ ენაზე) რედაქტორი. 2010-2012 წლებში იყო სათემო ცენტრის „საქართველოს იეზიდთა სახლის ოფიციალური საიტის sarhad.ge“-ის რედადაქტორი. 2011-2013 წლებში — საქართველოს ეზიდთა სახლის გაზეთის „Новый Взгляд“ (ახალი მზერა) სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2019 წლიდან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეზიდოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. არის იეზიდთა სასულიერო პირი, ეზიდური წმინდა ტექსტების საღვთისმეტყველო კვლევების, ეზიდების ისტორიას და ეთნოგრაფიას მიძღვნილი სტატიების და მონოგრაფიების ავტორი. უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოს კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების განვითარების საქმეში. იგი ავტორია ფუნდამენტური კვლევისა, რომელიც შესაძლებელობას აძლევს მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გაეცნონ იეზიდურ სულიერ მემკვიდრეობას. მის მიერ ნათარგმნი იეზიდური ტექსტები ნამდვილი შენაძენია მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის მკვლევართათვის. არის წიგნებისა და მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორი.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Тайна жемчужины; Езидская теософия и космогония, Москва, Красногорский полиграф. комбинат, 2016, 261с. ISBN 9785906045157
  • Езидская письменность, Тбилиси, Некери, 2013, 32с.
  • Святой Лалыш: Храм езидов, Екатеринбург, Баско, 2008, 216с. ISBN 9785913560483
  • Езиды Сархада: Исход из Курдистана на Южный Кавказ XIX- нач. XX вв. Тбилиси; Москва, Моск.издат.Дом, 2008, 300с. ISBN 5851670304
  • ქურთები საქართველოში, თბილისი, 2008, 106გვ. ISBN 9789941006883
  • ქურთული მატერიალური კულტურის ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან = Kurdish artifacts from the National Museum of Georhia = Образцы курдской материальной культуры из Государственного Музея Грузии, თბი., 2007, 119გვ. ISBN 5851670045

ლიტერატურა რედაქტირება

  • თავისუფლების დღიურები, 2006: რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2007, გვ. 105

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება