დიდი ბალხანი
დიდი ბალხანი (თურქმ. Uly Balkan dagy) — ქედი თურქმენეთის დასავლეთ ნაწილში. უზბოის მშრალი ხეობით გამოყოფილია პატარა ბალხანისაგან და ქოფეთდაღის დასავლეთ კიდისაგან. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 60 კმ-ზე, სიგანე 20 კმ. სიმაღლე 1880 მ-მდე (მთა არლანი). ციცაბო ჩრდილოეთი და შედარებით დამრეცი სამხრეთი ფრთისაგან შემდგარი ანტიკლინორიუმია. სტრუქტურის დასავლეთ გაგრძელება დაძირულია კასპიისპირა ვაკის უახლესი დანალექების ქვეშ. უმეტესწილად აგებულია იურული და ცარცული ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით. კალთები ძლიერაა გაშიშვლებული, განსაკუთრებით ფრიალოა ჩრდილოეთი, ხოლო სამხრეთი შეჭრილ-შემოჭრილია ხეობებით. გაბატონებულია უდაბნო (800 მ-მდე), ნახევარუდაბნო და მთა-სტეპის ლანდშაფტები მთის ქსეროფიტებითა და ღვიის მეჩხერი ტყით. დაჩრდილულ ხეობებში იზრდება ბუჩქნარები. მოსწორებული რელიეფის მცირე მონაკვეთები გამოიყენება ურწყული მიწათმოქმედებისათვის. სიახლოვესაა ნავთობის საბადო ნებითდაღი.[1]
დიდი ბალხანი | |
---|---|
კოორდინატები: 39°40′ ჩ. გ. 54°33′ ა. გ. / 39.667° ჩ. გ. 54.550° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქმენეთი |
უმაღლესი წერტილი | არლანი |
სიმაღლე | 1880 მ |
სიგრძე | 60 კმ |
სიგანე | 20 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.