პატარა ბალხანი (თურქმ. Kiçi Balkan dagy) — დაბალმთიანი ამაღლება თურქმენეთში. გაწოლილია ქოფეთდაღის დასავლეთ კიდესა და დიდ ბალხანს შორის. წარმოადგენს ანტიკლინურ ნაოჭს, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთისაკენ. სიმაღლე 777 მ-მდე. სიგრძე დაახლოებით 30 კმ. აგებულია კირქვებითა და მერგელებით. ძლიერ დანაწევრებულ მერგელიან და თაბაშირ-თიხიან მთისწინეთში ტიპურად არის წარმოდგენილი კარსტულ-სუფოზიური რელიეფი და მიწისქვეშა ეროზიის ფორმები, ეგრეთ წოდებული თიხოვანი კარსტი. ფერდობებზე აბზინდიანი და აბზინდიან-მლაშობიანი უდაბნოა.

პატარა ბალხანი
კოორდინატები: 39°19′ ჩ. გ. 54°57′ ა. გ. / 39.317° ჩ. გ. 54.950° ა. გ. / 39.317; 54.950
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
სიმაღლე 777 
სიგრძე 30 კმ
პატარა ბალხანი — თურქმენეთი
პატარა ბალხანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.