დიდი ალაგიოლი (აზერ. Böyük Alagöl) — მტკნარწყლიანი ტბა აზერბაიჯანში. მდებარეობს ყარაბაღის ვულკანურ მთიანეთზე, ზღვის დონიდან 2729,4 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 5,1 კმ², საშუალო სიღრმე 4,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 9,4 მ.[2] მყინვარული წარმოშობისაა. ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე ტბა ყინულითაა დაფარული, ზოგჯერ ყინულისგან მაისის შუა რიცხვებში თავისუფლდება. ყინულის სისქე შეადგენს დაახლოებით 0,8–1,0 მ-ს. ივნის-აგვისტოში წყლის ტემპერატურა მერყეობს 14–16°С ფარგლებში. წყლის გამჭვირვალობა უდრის 0,8–1,4 მ-ს. სიახლოვეს მდებარეობს ტბა პატარა ალაგიოლი.[3] 2020 წლის 25 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, დიდი ალაგიოლის ტბა აზერბაიჯანს დაუბრუნდა.[4]

დიდი ალაგიოლი
დიდი ალაგიოლი
დიდი ალაგიოლი
კოორდინატები: 40°00′ ჩ. გ. 45°42′ ა. გ. / 40.000° ჩ. გ. 45.700° ა. გ. / 40.000; 45.700
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2729,4 
ფართობი 5,1 კმ²
მოცულობა 24,3 კმ³
საშუალო სიღრმე 4,7 
მაქსიმალური სიღრმე 9,4 
გამჭვირვალობა 0,8–1,4 
დიდი ალაგიოლი — აზერბაიჯანი
დიდი ალაგიოლი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Топографическая карта K–38–140 — 1 : 100 000. Варденис. 1979
  2. Nəsibə Əhməd qızı (2005). რედ. V.A. Məmmədov: Hidrometeoroloji lüğət. Baki: Nafta Press, გვ. 234. 
  3. Бөyүк Алаҝөл // Азербайджанская советская энциклопедия. — Б., 1979. — Т. II. — С. 265.
  4. Azerbaijani Forces Reclaim Second District From Armenians Under Nagorno-Karabakh Truce