დიაზოტის ტრიოქსიდი
დიაზოტის ტრიოქსიდი — ქიმიური ნივთიერება ფორმულით N2O3. ეს მუქი ლურჯი მყარი ნივთიერება[1]აზოტის ერთ-ერთ მარტივ ოქსიდს წარმოადგენს. მის მისაღებად საკმარისია ერთმანეთს შევურიოთ თანასწორი რაოდენობის აზოტოვანი ოქსიდი და აზოტის დიოქსიდი, ნარევის 21 °C-ზე (−6 °F) ქვემოთ გაციებით:[2]
დიაზოტის ტრიოქსიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | დიაზოტის ტრიოქსიდი |
ქიმიური ფორმულა | N2O3 |
მოლური მასა | 76.01 გ/მოლ გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.447 გ/სმ3, თხევადი 1.783 გ/სმ3 (აირი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | -100.7[1] °C |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | ხსნადია ეთერში გ/100 მლ |
სტრუქტურა | |
დიპოლური მომენტი | 2.122 D დ |
კლასიფიკაცია | |
CAS | 10544-73-7 |
PubChem | 61526 |
EINECS | 234-128-5 |
SMILES |
|
- NO + NO2 ⇌ N2O3
დიაზოტის ტრიოქსიდის სუფთა სახით გამოყოფა მხოლოდ დაბალი ტემპერატურის დროსაა შესაძლებელი. მაგ: მყარი ან თხევადი სახით. მაღალი ტემპერატურისას რეაქციის წონასწორობა შემადგენელი აირებისკენ გადაიხრება, სადაც Kდის = 193 kPa (25 °C).[3]
სტრუქტურა და შეიდამოლეკულური ბმები
რედაქტირებაჩვეულებრივ, ბმის სიგრძე თითქმის იგივეა, რაც ჰიდრაზინში (145 პმ). დიაზოტის ტრიოქსიდში კი ბმა უჩვეულოდ გრძელია და 186 პიკომეტრს შეადგენს. გრძელი ბმა ასევე გააჩნია აზოტის ზოგიერთ სხვა ოქსიდსაც, მათ შორის დიაზოტის ტეტროქსიდს (175 პმ). N2O3-ის მოლეკულა ბრტყელია და გააჩნია Cs სიმეტრია. ზომები, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, ამოღებულია აირადი დაბალტემპერატურული N2O3: მიკროტალღური სპექტროგრამიდან
ის ასევე წარმოადგენს არასტაბილური აზოტოვანი მჟავის, (HNO2)-ის ანჰიდრიდს და წყალთან შეერთებისას წარმოქმნის მას. ოქსიდის ალტერნატიული სტრუქტურა შეიძლება ასევე წარმოვიდგინოთ როგორც ნამდვილი ანჰიდრიდის, ანუ O=N–O–N=O, მაგრამ პრაქტიკაში მისი ეს იზომერი აღმოჩენილი არაა. თუ აზოტოვანი მჟავა მისი მიღებისთანავე არ გამოიყენება, ის მალევე იშლება აზოტოვან ოქსიდად და აზოტმჟავად. ნიტრიტები ზოგჯერ ასევე მიიღება N2O3-ის ტუტეების წყალხსნარებში დამატებით:
- N2O3 + 2 NaOH → 2 NaNO2 + H2O
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Greenwood, Norman N.; Earnshaw, Alan (1997). Chemistry of the Elements (2nd ed.). Butterworth-Heinemann. p. 444. ISBN 978-0-08-037941-8.
- ↑ Greenwood, Norman N.; Earnshaw, Alan (1984). Chemistry of the Elements. Oxford: Pergamon Press. pp. 521–22. ISBN 978-0-08-022057-4.
- ↑ Holleman, Arnold Frederik; Wiberg, Egon (2001), Wiberg, Nils (ed.), Inorganic Chemistry, translated by Eagleson, Mary; Brewer, William, San Diego/Berlin: Academic Press/De Gruyter, ISBN 0-12-352651-5