დიადოქოსები
დიადოქოსები (ბერძ. διάδοχος — მემკვიდრე) — ალექსანდრე დიდის სარდლები, რომლებმაც მისი გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 323—ძვ. წ. 301 წლებში მიმდინარე ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, გაინაწილეს ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. ამ გაყოფის შედეგად წარმოიქმნა ელინისტური სახელმწიფოები — სირია, ეგვიპტე, ბითინია, პერგამონი და მაკედონია
ცნობილი დიადოქოსები იყვნენ — ანტიგონე I და მისი ვაჟი დემეტრე პოლიორკეტი, ანტიპატრი და მისი ვაჟები კასანდრი, პტოლემე I, სელევკი, ლისიმაქე და ევმენი.
მათ შორის გაჩაღდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა 22 წელიწადი ძვ. წ. 323 – ძვ. წ. 301 წლებს შორის. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა იპსასთან ძვ. წ. 301 წელს. ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია სახელწოდებით – დიადოქოსების (სარდლების) ბრძოლა. ბრძოლის შედეგად, წარმოიქმნა სახელმწიფოთა ახალი სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც ელინისტური სახელმწიფოები და რომელშიც შევიდა მთელი მიწები – ადრიატიკის ზღვიდან მდინარე ინდამდე გადაჭიმული.
ელინისტური მონარქიები
რედაქტირებადიადოქოსების ბრძოლა ხასიათდება ბერძნული პოლიტიკური ორგანიზაციებიდან — პოლისებიდან დაპყრობილი ტერიტორიების მემკვიდრეობით მონარქიებად გარდაქმნაში, აგრეთვე, ბერძნული კულტურისა და ეკონომიკური აქტივობის მცირე აზიასა და ეგვიპტეში გადატანით. ასეთი ქვეყნები იწოდებიან ელინისტურ სახელმწიფოებად. მათ შორის მნიშვნელოვანი იყოː
ამ ე. წ. ელინისტურად წოდებულ სახელმწიფოთაგან უმნიშვნელოვანესი იყვნენː
- ელინისტური ეგვიპტე, პტოლემეებით სათავეში
- სირია, სელევკიდებით სათავეში
- მაკედონია, ანტიპატრე I ცალთვალას მემკვიდრეებით სათავეში
- ძვ. წ. 282 წელს მათ მიუერთდა პერგამონის სამეფო ატალიდების დინასტიით სათავეში
ყველა მათგანი, საბოლოოდ, დაპყრობილ და მიერთებულ იქნა ძველი რომის სახელმწიფოს მიერ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიქტორ ტალახი. ყველაფერი, რასაც არ მოისურვებს დემეტრე
- დიადოქოსები დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine.
- ელინისტური ეპოქის დათარიღებისთვის დაარქივებული 2011-05-15 საიტზე Wayback Machine.
- ელინიზმის ისტორია