დიაბოლეიტი
დიაბოლეიტი (diaboleite) — მოლურჯო ფერის იშვიათი მინერალი ჰალოგენიდების კლასისა. ქიმიური ფორმულა: Pb2CuCl2(OH)4. კრისტალდება ტეტრაგონულ სინგონიაში. აღმოაჩინეს 1923 წელს ინგლისში სომერსეტის საგრაფოში, რის შემდეგ არაერთ ქვეყანაში გამოვლინდა. პირველად აღწერეს და სახელი უწოდეს ლეონარდ სპენსერ ჯეიმზმა და (1870-1959)[1] და ედგარ დონალდ მაუნტაინმა (1901-1985).[2] მათვე შეასრულეს მინერალის ანალიზირება.[3]
დიაბოლეიტი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | ჰალოგენიდების კლასის მინერალი |
ქიმიური ფორმულა | Pb2CuCl2(OH)4 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | შერეული მოლურჯო |
კრისტალის სინგონია | ტეტრაგონული |
სიმაგრე მოოსის სკალით | 2.5 |
სიმკვრივე | 5.41-5.43 კგ/მ³ |
მუქი-ლურჯი ან მომკრთალო-მოლურჯო ფერისაა. ჰიდროთერმულ პირობეში მყარია. 2012 წლის მდგომარეობით დიაბოლეიტი აღმოჩენილია: ავსტრალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ირანში, ჩილეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და აშშ-ში.[4][5] კრისტალების ფორმით განსხვავდება ბოლეიტისაგან. გვხვდება სპილენძის დაჟანგვის ზონებში.[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ C. E. Tilley: Memorial of Leonard James Spencer. In: The American Mineralogist, Vol. 45, March-April, 1960 (englisch, PDF 288,6 kB)
- ↑ Minéraux et étymologie - Mountainite დაარქივებული 2012-07-30 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (benannt nach Prof. Edgar Donald Mountain (1901-1985), Geologue et Mineralogiste anglais
- ↑ Journal of the Chemical Society - New Lead-Copper Minerals from the Mendip Hills (Somerset). L. J. Spender, with analyses by E. D. Mountain (englisch, J. Chem. Soc., Abstr., 1923, 124, ii774-ii779; DOI: 10.1039/CA9232405774)
- ↑ Diaboleite (PDF). Handbook of Mineralogy. ციტირების თარიღი: June 11, 2012.
- ↑ Diaboleite. Mindat. ციტირების თარიღი: June 11, 2012.
- ↑ მინერალების კატალოგი და ჰალოგენიდების შესახებ: დიაბოლეიტი