დენეჟკინ-კამენის ნაკრძალი

დენეჟკინ-კამენის ნაკრძალი (რუს. Государственный природный заповедник „Денежкин Камень“) — სახელმწიფო ნაკრძალი რუსეთში. მდებარეობს სვერდლოვსკის ოლქში. დაარსდა 1946 წელს სვერდლოვსკისა და პერმის ოლქების ტერიტორიაზე. იმ დროისათვის მისი ფართობი შეადგენდა 135 ათას ჰა-ს. მისი ტერიტორია დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ზოგჯერ იზრდებოდა, ზოგჯერ მცირდებოდა. 1961 წელს მისადგილზე დაარსდა „გოსპრომხოზი“. 1991 წელს აღდგა ნაკრძალი და მისი ტერიტორია ორჯერ შეამცირეს. ნაკრძალის პერმის ნაწილი აღარ შეიყვანეს მის ფარგლებში.

დენეჟკინ-კამენის ნაკრძალი

Денежкин Камень

მდებარეობა სვერდლოვსკის ოლქი
ქვეყანა რუსეთი
უახლოესი ქალაქი სევეროურალსკი
ფართობი 78,2 ათასი ჰა
დაარსდა 1946
ოფიციალური საიტი www.denkamen.ru

ამჟამად ნაკრძალის ფართობია 78 200 ჰა. მდებარეობს სვერდლოვსკის ოლქის სევეროურალსკისა და ივდელის მუნიციპალიტეტებში.

ნაკრძალის ფლორა და ფაუნა ტიპიურია ტაიგისათვის. აქ სახლობს ძუძუმწოვრების 37 სახეობა, ფრინველების 140 სახეობა. ნაკრძალში ცხოვრობს მურა დათვი, სამურავი, ფოცხვერი, სიასამური, ლოსი, სოღო, ბუ და სხვ.

2010 წლის ხანძარი

რედაქტირება

2010 წლის 15 ივნისს ნაკრძალში გაჩნდა ხანძარი. 5 აგვისტოს მდგომარეობით დამწვარი ტერიტორიის ფართობი იყო 800 ჰა. ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა 114 ადამიანი და 20 ტექნიკის ერთეული (მათ შორის შვეულმფრენი Mi-8)[1][2][3]. საერთო ჯამში ხანძარმა გაანადგურა 3,3 ათ. ჰა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება