სევეროურალსკი — ქალაქი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში. მდებარეობს ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვაგრანის ნაპირზე. არის რკინიგზის სადგური. მოიპოვება ბოქსიტები, რკინის მადანი, ამუშავებენ ხე-ტყეს. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1944 წელს. ქალაქში მდებარეობს სევეროურალსკის პეტრესა და პავლეს ეკლესია. ქალაქთან მდებარეობს დენეჟკინ-კამენის ნაკრძალი.

ლიტერატურა

რედაქტირება