ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა

ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობაპოლიტიკური პარტია, შექმნილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ.

დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო
დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
დაფუძნდა 23 ნოემბერი, 2008
იდეოლოგია კონსერვატიზმი ეკონომიკური ნაციონალიზმი
წევრი 205271294
შტაბ-ბინა მიქელაძის ქუჩა N11
თბილისი, საქართველო
ფერები         
დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო

ისტორიარედაქტირება

პარტიის დაფუძნების განცხადება გაკეთდა 2008 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 23 ნოემბერსვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავზე. 2009 წლის აპრილსა და მაისში მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტებთან ერთად იყო ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. პარტია ბოიკოტს უცხადებდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობა არ მიუღია.

შედეგები არჩევნებშირედაქტირება

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2013 საპრეზიდენტო 10.18% ნინო ბურჯანაძე გავიდა მესამე ადგილზე
2014 ადგილობრივი 10,22% მესამე შედეგი
2016 საპარლამენტო 3,54% ვერ გადალახა ბარიერი
2017 ადგილობრივი 2,59% მეექვსე შედეგი

პოლიტიკური პლატფორმარედაქტირება

დამფუძნებელთა განცხადებით, „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“ ეფუძნება საქართველოს ერთიანობის იდეას, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს.

კონკრეტული და გრძელვადიანი პოლიტიკური პროგრამა პარტიას ჯერ არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ 2 დოკუმენტი: პარტიის ხედვა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული პროგრამა.

ორგანიზაციული სტრუქტურარედაქტირება

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა მთავარი საბჭო. უმაღლესი თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარე (ნინო ბურჯანაძე) და გენერალური მდივანი (გიგლა ბარამიძე).

პარტიასთან არსებობს საკონსულტაციო ორგანო „დარბაზი“, რომელიც, ძირითადად, საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება