დელი დილავერ-ფაშა
დელი დილავერ-ფაშა — XVII საუკუნის ოსმალეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი. მეტსახელი „დელი“ თურქულად ნიშნავს „შმაგს“, „ფიცხს“.
ბავშვობისას იმერეთიდან ტყვედ წაუყვანიათ და გაუყიდიათ. გახდა მამლუქი და მსახურობდა ყარა მუსტაფა-ფაშასთან, რომელმაც დიდ ვეზირობას მიაღწია და 1639 წელს დილავერი თორთუმის სანჯაყბეგად დანიშნა. დილავერ-ფაშამ მონაწილეობა მიიღო გონიოსთან გამართულ ბრძოლებსა და სამეგრელოზე თავდასხმაში (1647). შემდეგ ილაშქრა ბასრაზე. 1667 წელს მისი კვალი დაიკარგა. თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ცნობით, დელი დილავერ-ფაშა ყოფილა გამორჩეული ადამიანი, შეუდრეკელი და უშიშარი მებრძოლი, უებრო ცხენოსანი, მეთოფე და მექამანდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“. თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ, ნაკვ. 1–2, თბ., 1971–73;
- სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.