ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დეინა ფრედერიკ უაითი (ინგლ. Dana Frederick White; დ. 28 ივლისი, 1969) — ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც არის შერეული საბრძოლო ხელოვნების გლობალური ორგანიზაციის, Ultimate Fighting Championship (UFC) აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი. იგი ასევე არის Power Slap-ის მფლობელი, Slap Fight Promotion. 2019 წლის აგვისტოში, დეინა უაითის ქონება 500 მილიონ დოლარად შეფასდა.

დეინა უაითი

უაითი 2015 წელს
დაბადების სახელი დეინა ფრედერიკ უაითი
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1969
კონექტიკუტი, ამერიკა
საქმიანობა შერეული საბრძოლო ხელოვნების აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი.
მეუღლე(ები) ანა სტელა

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

დაიბადა 28 ივლისს, 1969 წელს, კონექტიკუტში. იგი ირლანდიელი ამერიკელია. მან ადრეული წლები მასაჩუსეტსში გაატარა. დეინამ და თავისმა დამ, კელიმ, ბავშვობის უმეტესი ნაწილი დედასთან გაატარეს, დედა ექთანი ჰყავდათ. უაითი, როდესაც მესამე კლასში იყო, ოჯახი ლას ვეგასში გადავიდა, რადგან იქ ექთან დედას, ანაზრაურებას მეტს სთავაზობდნენ. იგი სწავლობდა "ეპისკოპოს გორმანის" საშუალო სკოლაში, მან თქვა, რომ არ მოსწონდა სკოლა, რის გამოც ორჯერ გააძევეს იქედან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი ნევადაში ცხოვრობდა, ისინი ზაფხულში ბრუნდებოდა აღმოსავლეთ სანაპიროზე, რადგან დრო გაეტარებინათ უაითის ბებიასთან და ბაბუასთან, ლევანტში, ბანგორის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში. უაითმა საშუალო სკოლა იქ დაამთავრა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1987 წელს, მან კოლეჯი ორჯერ დაიწყო, ერთხელ კვინსის კოლეჯში და ერთხელ UMass Boston-ში, მაგრამ ყოველ ჯერზე ტოვებდა სასწავლებელს პირველივე სემესტრში. უაითმა კრივი 17 წლის ასაკში დაიწყო და დაუმეგობრდა ოქროს ხელთათმანის ყოფილ ჩემპიონ, პიტერ უელჩს. ამ ურთიერთობის წყალობით დეინამ გადაწყვიტა, რომ საბრძოლო ბიზნესში შესულიყო და უელჩთან ერთად ბოსტონში კრივის დარბაზი გახსნა. თავდაპირველად მას თავად სურდა მოკრივე გამხდარიყო, მაგრამ რაღაც მიზეზებმა მას ეს იდეა შეაცვლევინა. იგი 1990-იან წლებში ისევ ლას-ვეგასში დაბრუნდა, რადგან 2500 დოლარის ოდენობის თანხის გადახდა აიძულეს, რაც მაშინ მისთვის 25000 დოლარს უდრიდა, რაზეც უარი განაცხადა.

უაითმა ლას-ვეგასში განაგრძო ბოქსის დარბაზებში სირბილი და ასევე დაიწყო ჯიუ-ჯიცუს ვარჯიში, ჯონ ლუისის მეთვალყურეობის ქვეშ ლორენცო ფერტიტასთან და მის უფროს ძმა ფრენკ ფერტიტასთან ერთად. უაითი კვლავ დაუკავშირდა ძმებს მას შემდეგ, რაც ლორენცოს შეხვდა, საერთო მეგობრის ქორწილში. მათ ერთმანეთი 10 წელია არ ენახათ. სწორედ ლუისის პრაქტიკაში გაიცნო უაითმა შერეული საბრძოლო შემსრულებლები, ტიტო ორტიზი და ჩაკ ლიდელი. საბოლოოდ მათი მენეჯერი გახდა.[1] ორტიზისა და ლიდელის მენეჯერად მუშაობისას, უაითი შეხვდა ბობ მეიროვიცს, Semaphore Entertainment Group-ის მფლობელს, Ultimate Fighting Championship (UFC) მაშინდელი მშობელი კომპანია. როდესაც უაითმა შეიტყო, რომ მეიროვიცი UFC-ის გაყიდვას ცდილობდა, დაუკავშირდა ბავშვობის მეგობარ ლორენცო ფერტიტას (Station Casinos აღმასრულებელი და თანადამფუძნებელი), რათა ეკითხა, დაინტერესებული იქნებოდა თუ არა შემოთავაზებით. კომპანია(UFC) 2001 წლის იანვარში, ლორენცომ და მისმა უფროსმა ძმამ ფრენკმა შეიძინეს 2 მილიონ დოლარად, რომელიც შემდგომში გახდა Zuffa-ს შვილობილი კომპანია. [2]

უაითი დაინიშნა კომპანიის პრეზიდენტად. დროთა განმავლობაში, უაითის პრეზიდენტობის დროს, UFC გადაიქცა უაღრესად წარმატებულ ბიზნესად და მისმა მთლიანმა შემოსავალმა 2015 წელს 600 მილიონი დოლარი შეადგინა. პირველი UFC ღონისძიება უაითის ხელმძღვანელობით, UFC 30 და UFC 31, გაიმართა თაჯ მაჰალში. 2019 წლის 18 მარტს, უაითმა ხელი მოაწერა ახალ, შვიდწლიან კონტრაქტს UFC-ის პრეზიდენტად დარჩენასთან დაკავშირებით, რადგან UFC-მა გააფორმა ხელშეკრულება ESPN-თან.[3] 2023 წლის 3 აპრილს, Endeavor-მა დადო გარიგება, რომლის თანახმადაც პროფესიული ჭიდაობის კომპანია, WWE გაერთიანდა UFC-თან, ახალი საჯარო კომპანიის შესაქმნელად.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

უაითმა თავისი მეუღლე ,ანა, მერვე კლასში გაიცნო და ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ.[4] მათ ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. მან 2006 წელს, 1,95 მილიონ დოლარად იყიდა სასახლე, Pine Island Court-ში, ლას ვეგასში, ასევე იყიდა სამი სხვა სასახლე იმავე რაიონში, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე, რისი ღირებულებაც ჯამში დაახლოებით 6,2 მილიონ დოლარს შეადგენს. უაითი კეთოლიკედ გაიზარდა, მაგრამ ახლა იგი თავს ათეისტად თვლის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეინა_უაითი“-დან