დეივიდ ჰერბერტ ლორენსი
დეივიდ ჰერბერტ ლორენსი (ინგლ. David Herbert Lawrence; დ. 11 სექტემბერი, 1885, ისტვუდი, — გ. 2 მარტი, 1930, ვანსი, საფრანგეთი) — ინგლისელი მწერალი. 1909 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. სახელი გაითქვა პირველივე რომანით „თეთრი ფარშავანგი“ (1911). ლორენსის ყველაზე საინტერესო რომანია „ვაჟიშვილები და საყვარლები“ (1913). აღსანიშნავია აგრეთვე რომანები „ცისარტყელა“ (1915), „შეყვარებული ქალები“ (1920), „აარონის კვერთხი“ (1922), „კენგურუ“ (1923), „ლედი ჩატერლის საყვარელი“ (1928) და სხვა. ამ რომანებში ლორენსი ილაშქრებს დრომოჭმული ვიქტორიანული მორალის წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, არ იღებს ბურჟუაზიულ სამყაროს „მექანისტურ ცივილიზაციას“, რადგან იგი, მისი აზრით, აჩლუნგებს ადამიანის ინსტინქტურ საწყისს. ლორენსის ესთეტიკის საფუძველია ბუნებრიობის აპათეოსი და სამყაროს სენსუალური აღქმა. ფონად იგი ხშირად იყენებს სოციალურ ელემენტებს. ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიულობისათვის ბრძოლაში იგი მიმართავდა ფროიდიზმსაც, თუმცა ფროიდისტი მწერალი არასოდეს ყოფილა. საუკუნეებით გამომუშავებული ყალბი ბურჟუაზიული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგოდ ლორენსი იბრძოდა ადამიანის სხეულის ემანსიპაციისათვის. ლორენსის შემოქმედებამ, მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის მიუხედავად, უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ინგლისური რომანის განვითარებაზე.
დეივიდ ჰერბერტ ლორენსი | |
---|---|
ინგლ. David Herbert Lawrence | |
დაბადების თარიღი | 11 სექტემბერი, 1885[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | Eastwood, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 2 მარტი, 1930[14] [1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [11] [12] [13] (44 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვანსი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა[15] |
დასაფლავებულია | D. H. Lawrence Ranch |
ფსევდონიმი | Lawrence H. Davison |
საქმიანობა | დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი[13] [16] , პოეტი[13] , რომანისტი, მხატვარი[17] , სცენარისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | ნოტინგემის უნივერსიტეტი, ნოტინგემის საშუალო სკოლა და ლონდონის უნივერსიტეტი |
ჟანრი | ნოველა, პოეზია და ესე |
Magnum opus | ვაჟები და საყვარლები, ცისარტყელა, შეყვარებული ქალები და ლედი ჩატერლის საყვარელი |
ჯილდოები | ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია |
მეუღლე | ფრიდა ფონ რიხტჰოფენი |
გავლენა მოახდინეს | |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 292.
- ↑ 2.0 2.1 David Herbert Lawrence
- ↑ 3.0 3.1 Black M. H., J.E. Luebering Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 Babelio — 2007.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Лоренс Дейвид Герберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118570358 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Union List of Artist Names — 2021.
- ↑ 18.0 18.1 https://www.jstor.org/stable/j.ctt5vkx65