დეივიდ ვუდარდი

ამერიკელი მწერალი და დირიჟორი

დეივიდ ჯეიმზ ვუდარდი (ინგლ. David James Woodard /ˈwʊdɑːrd/ ; დ. 6 აპრილი, 1964, სანტა-ბარბარა, კალიფორნია) — ამერიკელი მწერალი და დირიჟორი. 1990-იან წლებში მან შემოიტანა ტერმინი პრექვიემი, პრეემპტივისა და რეკვიემის ნაზავი, რაც წარმოადგენს მისი ბუდისტური პრაქტიკის გამოვლინებას, რომელიც ისეთი მუსიკის შექმნაა, რომელიც იკვრებოდა მისი სუბიექტის გარდაცვალების მომენტში ან ოდნავ ადრე.[3][4]

დეივიდ ვუდარდი
ინგლ. David Woodard
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1964(1964-04-06)[1] (60 წლის)
დაბადების ადგილი სანტა-ბარბარა[2]
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი და მწერალი
მოქალაქეობა  აშშ
 კანადა
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი (სანტა-ბარბარა), Eugene Lang College of Liberal Arts და San Marcos High School
ჟანრი პოსტმოდერნიზმი
მეუღლე სონია ვექტომოვი
ხელმოწერა
საიტი davidwoodard.com

ლოს-ანჯელესის მემორიალურმა სამსახურმა, სადაც ვუდარდი მუშაობდა როგორც დირიჟორი და მუსიკალური დირექტორი, 2001 წელს უმასპინძლა სამოქალაქო ცერემონიას.[5][6]:125 რომელიც გაიმართა ამჟამად დახურულ ენჯელს ფლაითის ფუნიკულიორზე, და ეძღვნებოდა ლეონ პრაპორტისა და მისი მეუღლის, ლოლას ტრაგედიას. ასევე, მან უდირიჟორა რეკვიემებს ველური ბუნების მხარდასაჭერად, მათ შორის კალიფორნიის ყავისფერი პელიკანის ბინადრობის ადგილას, სანაპიროზე.[7]

ვუდარდი ცნობილია თავისი „ოცნებების მანქანით“, იგი წარმოადგენს სპეციალურად დამზადებულ, ფსიქოტიურ ნათურას, რომელიც გამოფენილია სხვადასხვა ხელოვნების მუზეუმში, მთელ მსოფლიოს მასშტაბით. გერმანიასა და ნეპალში ის ცნობილია თავისი წვლილით ლიტერატურული ჟურნალ „Der Freund“-ში მუშაობით, ცნობილია ისეთი შინაარსის ნაწარმოებებით როგორც არის კარმა, მცენარეთა ცნობიერება და პარაგვაის დასახლება ნუევა-გერმანია (Nueva Germania).[8]

განათლება

რედაქტირება

ვუდარდმა განათლება მიიღო ქალაქ სანტა-ბარბარაში, სოციალური კვლევების კალიფორნიის უნივერსიტეტში.[9]

ნუევა-გერმანია

რედაქტირება

2003 წელს ვუდარდი აირჩიეს ჯუნიპერ ჰილსის საქალაქო საბჭოს წევრად (ლოს-ანჯელესის ოლქი, კალიფორნია). ამ თანამდებობაზე ყოფნისას, მან ლობირება გაუწია ურთიერთობის გამყარებას და დაძმობილებას ქალაქ ნუევა-გერმანიასთან (პარაგვაი). საკუთარი გეგმის განხორციელების მიზნით, ვუდარდმა იმოგზაურა ყოფილი ვეგეტარიანული / ფემინისტური უტოპიის სავანეში და შეხვდა მის მუნიციპალურ ხელმძღვანელობას. თავდაპირველი ვიზიტის შემდეგ, მან გადაწყვიტა არ გაეღრმავებინა ურთიერთობა, ამის ნაცვლად მან იქ არსებულ საზოგადოებაში აღმოაჩინა განსაკუთრებული შესწავლის ობიექტი, რაც მოგვიანებით თავის ნაწარმოებებშიც ასახა. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პროტო-ტრანსჰუმანისტური იდეები, რაც ეკუთვნოდათ რიჩარდ ვაგნერსა და ელისაბედ ფორსტერ-ნიცშეს, რომელიც მის ქმართან ბერნარ ფორსტერთან ერთად ცხოვრობდა კოლონიაში 1886-1889 წლებში.[9]

2004 წლიდან 2006 წლამდე ვუდარდი ხელმძღვანელობდა მრავალ ექსპედიციას ნუევა გერმანიაში, რადგანაც სარგებლობდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის მხარდაჭერით.[10] 2011 წელს ვუდარდმა ნება დართო შვეიცარიელ რომანისტს კრისტიან კრახტს გამოექვეყნებინა მათი პირადი კორესპონდენცია, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა ნუევა გერმანიას,[11]:113–138 ის გამოიცა ორ ტომად ჰანოვერის უნივერსიტეტში.[12]:180–189 გამოქვეყნებული მიმოწერის მიხედვით, როგორც Frankfurter Allgemeine Zeitung-ი მოგვითხრობს: „[ვუდარდი და კრახტი] გასცდნენ სიცოცხლისა და ხელოვნების საზღვრებს“.[13] შპიგელი-ი ამტკიცებს, რომ პირველი ტომი, Five Years (ხუთი წელი),[14] არის „სპირიტუალური მოსამზადებელი სამუშაოები“ კრახტის შემდგომი ნოველის „Imperium“-თვის.[15]

 
ვუდარდი და ბეროუზი ოცნებების მანქანასთან ერთად, დაახლოებით 1997 წ[16]:142–146

ენდრიუ მაკკენის სიტყვებით, „კრახტი გაჰყვა ვუდარდს იმ ადგილისაკენ, სადაც თავდაპირველი მოსახლეების შთამომავლები ცხოვრობენ, რადიკალურად შეცვლილ პირობებში. როგორც კორესპონდენცია გვიჩვენებს, კრახტი ვუდარდს აკისრებდა საზოგადოების კულტურული პროფილის წინსვლის მოვალეობას, ამისათვის მას უნდა აეშენებინა ბეირუთისეული მსგავსი მინიატურული საოპერო სახლი, იქ სადაც ოდესღაც ელისაბედ ფორსტერ-ნიცშეს საოჯახო რეზიდენციის ადგილი იყო.“[17] ბოლო წლებში ნუევა გერმანიამ უფრო მეტად გაიმყარა თავისი უნიკალური დანიშნულება, როგორც ტურისტული ადგილი და ისტორიული მუზეუმი.

ოცნებების მანქანა

რედაქტირება

1989 წლიდან 2007 წლამდე, ვუდარდი აგებდა ოცნებების მანქანის ასლებს,[18][19] რომელიც წარმოადგენდა ბრიონ გისინისა და იან სომერვილის მიერ შექმნილ სპილენძისა ან ქაღალდისაგან დამზადებულ ცილინდრს, რომელშიც განთავსებულია ელექტრო ნათურა. ხანგრძლივი დაკვირვებისა და ზემოქმედების შედეგად, მანქანამ შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების მსგავსი მხედველობითი ჰალუცინაციები და შეგრძნებები.[20][შ 1]

ვუდარდმა ერთი ოცნებების მანქანა უილიამ სიუარდ ბეროუზს აჩუქა 1996 წლის LACMA ვიზუალური წარმოდგენისათვის, სახელწოდებით Ports of Entry,[21][22] ვუდარდი დაუმეგობრდა ავტორს და უბოძა მას ოცნებების მანქანის ე.წ. „ბოჰემური მოდელი“ (ქაღალდის) მისი 83 წლის, საბოლოო დაბადების დღეზე.[23][24]:23 ეს მოწყობილობა 2002 წელს სოტბის აუქციონზე შეიძინა კერძო კოლექციონერმა და ამჟამად სპენსერის ხელოვნების მუზეუმში ინახება.[25]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო და შენიშვნები

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
  1. 1990 წელს ვუდარდმა გამოიგონა ფსიქოტიური მანქანა, Feraliminal Lycanthropizer (ფერალიმინალ ლიკანთროფაიზერი), რომლის მიერ გამოწვეული ეფექტები სრულიად საპირისპიროა ოცნებების მანქანა მიერ გამოწვეული ეფექტისა.
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #1014196620 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 1. კარპენტერი, ს., „In Concert at a Killer's Death“, ლოს ანჯელეს ტაიმსი, 9 მაისი, 2001.
  4. რეპპინგი, ა., ვუდარდი-ის პორტრეტი (სიეტლი: გეტი იმეჯის, 2001).
  5. რეიხი, კ., „Family to Sue City, Firms Over Angels Flight Death“, ლოს ანჯელეს ტაიმსი, 16 მარტი, 2001.
  6. დოუსონი, ჯ., Los Angeles' Angels Flight (Mount Pleasant: Arcadia Publishing, 2008), გვ. 125.
  7. მანცერი, ტ., „Pelican's Goodbye is a Sad Song“, პრეს-ტელეგრამი, 2 ოქტომბერი, 1998.
  8. კაროცი, ი., „La storia di Nueva Germania“, ილ პოსტი, 13 ოქტომბერი, 2011.
  9. 9.0 9.1 რინიკერი, კ., „Autorschaftsinszenierung und Diskursstörungen in Five Years“, ჯ. ბოლტონი, ეტ ალ., ედ., ჯერმან მონიტორი 79 (ლეიდენი: ბრილი, 2016).
  10. ეფშტეინი, ჯ., „Rebuilding a Home in the Jungle“, სან ფრანცისკო ქრონიკლი, 13 მარტი, 2005. დაარქივებული 2016-10-09 საიტზე Wayback Machine.
  11. შროტერი, ჯ., „Interpretive Problems with Author, Self-Fashioning and Narrator“, ბირკე, კოპე, ედ., ავტორი და მთხრობელი (ბერლინი: ვალტერ დე გრუიტერის გამომცემლობა, 2015), გვ. 113–138.
  12. ვუდარდი, დ., „In Media Res“, 032ც, სამ 2011, გვ. 180–189.
  13. ლინკი, მ., „Wie der Gin zum Tonic“, Frankfurter Allgemeine Zeitung, 9 ნოემბერი, 2011.
  14. კრახტი, კ., და ვუდარდი, Five Years (ჰანოვერი: ვერან ვერაგი, 2011).
  15. დიეცი, გ., „Die Methode Kracht“, შპიგელი, 13 თებერვალი, 2012.
  16. ჩანდარლაპატი, რ., „Woodard and Renewed Intellectual Possibilities“, Seeing the Beat Generation (Jefferson, NC: McFarland & Company, 2019), გვ. 142–146.
  17. მაკკენი, ა. ლ., „Allegory and the German (Half) Century“, სიდნეი რევიუ ოფ ბუქს, 28 აგვისტო, 2015.
  18. ალენი, მ., „Décor by Timothy Leary“, ნიუ-იორკ ტაიმზი, 20 იანვარი, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან 2015 წლის 22 აპრილი.
  19. Stirt, J. A., „Brion Gysin's Dreamachine—still legal, but not for long“, bookofjoe, 2005 წლის 28 იანვარი.
  20. ვუდარდი, პროგრამის შენიშვნა, Program, ბერლინი, 2006 წლის ნოემბერი.
  21. ნაითი, კ., „The Art of Randomness“, ლოს ანჯელეს ტაიმსი, 1 აგვისტო, 1996.
  22. ბოლსი, დ., „Dream Weaver“, LA Weekly, 26 ივლისი—1 აგვისტო, 1996.
  23. აშშ საელჩო პრაღაში, „Literární večer s diskusí“, ოქტომბერი 2014.
  24. ვუდარდი, „Burroughs und der Steinbock“, შვაიეცრ მონატ, მარტი 2014, გვ. 23.
  25. სპენსერის ხელოვნების მუზეუმი, Dreamachine, კანზასის უბივერსიტეტი.
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.