დევონპორტი (ინგლ. Devonport) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, მდებარეობს ტასმანიის შტატში, კუნძულ ტასმანიის ჩრდილოეთ მხარეში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 24 615 ადამიანს[1]. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ჰობარტიდან დაშორებულია 277 კილომეტრით, ქალაქ ბერნიდან 47 კილომეტრით. დევონპორტი დაარსდა 1823 წელს. გაშენებულია ბასის სრუტის სანაპიროზე. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს დევონპორტის აეროპორტი, რომლის ტრასის სიგრძე შეადგენს 2 კილომეტრს, აქედან სრულდება რამდენიმე შიდა რეისი.

ქალაქი
დევონპორტი
ინგლ. Devonport
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი ტასმანია
კოორდინატები 41°10′50″ ს. გ. 146°20′47″ ა. გ. / 41.18056° ს. გ. 146.34639° ა. გ. / -41.18056; 146.34639
დაარსდა 1823
ფართობი 116 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 24 615 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 212,20 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+10
საფოსტო ინდექსი 7310
ოფიციალური საიტი devonport.tas.gov.au
დევონპორტი — ავსტრალია
დევონპორტი

ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და ივნისი. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 778.3 მმ-ს.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ქალაქ დევონპორტის აქვს ერთი დაძმობილებული ქალაქი. 1996 წელს დევონპორტს დაუძმობილდა იაპონიის ქალაქი მინამატა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: