დახაბრახა
დახაბრახა (უკრ. ДахаБраха) — ეთნო-ქაოსის ჟანრის უკრაინული ჯგუფი[1][2], რომელიც სხვადასხვა ეთნოსის ეთნიკურ მუსიკას ასრულებს. ჯგუფი არის სერგეი კურიოხინის სახელობის პრემიის მფლობელი (2009). დახაბრახას სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი საქმიანობის ორგანიზატორია ვლადისლავ ტროიცკი.
დახაბრახა ДахаБраха | |
---|---|
„დახაბრახა“ ლვოვში, 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ДахаБраха |
ჟანრ(ებ)ი | ეთნო-ქაოსი |
აქტიური | 2004 – დღემდე |
წევრები |
მარკო გალანევიჩი ნინა გარენეცკაია ირინა კოვალენკო ელენა ციბულსკა |
ყოფილი წევრები | ალექსანდრა გარბუზოვა |
საიტი | www.dakhabrakha.com.ua |
დახაბრახა ვიკისაწყობში |
ისტორია
რედაქტირებამუსიკალურმა ჯგუფმა ფორმირება დაიწყო 2000-იან წლებში, თეატრ „დახში“, ახალგაზრდა ფოლკლორისტებისგან, რომლებიც ვლადისლავ ტროიცკმა შემოიკრიბა. თავდაპირველად ჯგუფი ტროიცკის სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებდა, მოგვიანებით ის სამხატვრო ხელმძღვანელის პროექტ, „მისტიკური უკრაინის“[3] მონაწილე გახდა. 2004 წლიდან ჯგუფმა აქტიური საკონცერტო კარიერა დაიწყო. მომდევნო წლებში დახაბრახა აქტიურად მონაწილეობს ეთნიკური მუსიკის ფესტივალებში და თეატრ „დახის“ სპექტაკლებში.
2006 წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი „На добраніч“, რომელშიც 18 სიმღერა შევიდა. ალბომისთვის ხმის ჩაწერაზე მუშაობდნენ ანატოლი სოროკა და ანდრეი მატვეიჩუკი. მათი შემდეგი ალბომები არის „Ягудки“ (2007) და „На межі“ (2009). 2010 წელს დახაბრახამ ჩაწერა სტუდიური ალბომი „Light“, რომლის მუსიკალური პროდიუსერი იყო იური ხუსტოჩკა. 2012 წელს გამოვიდა ალბომი „Khmeleva Project“, რომელიც ჩაწერილია ბელორუსულ ჯგუფ „Port Mone-სთან“ ერთად.
შემადგენლობა
რედაქტირება- ნინა გარენეცკაია — ვოკალი, ჩელო, ბას-ბარაბანი
- ირინა კოვალენკო — ვოკალი, ჯემბე, ბას-ბარაბანი, ფლეიტა, ბუგაი, აკორდეონი, ფორტეპიანო, უკულელე
- ელენა ციბულსკა — ვოკალი, ბას-ბარაბანი
- მარკო გალანევიჩი — ვოკალი, დარბიკა, ტაბლა, დიჯერიდუ, ჰარმონიკა, აკორდეონი, კახონი
ნინა გარენეცკაია
|
ირინა კოვალენკო
|
ელენა ციბულსკა
|
მარკო გალანევიჩი
|
დისკოგრაფია
რედაქტირება2006 :: На добраніч (უკრაინული)
2007 :: Ягудки (უკრაინული)
2009 :: На межі (უკრაინული)
2010 :: Light (უკრაინული)
2012 :: The Khmeleva project (Port Mone-ეთან ერთად)
2016 :: Шлях
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт группы (უკრ.) (ინგლისური)
- Французский фан-сайт დაარქივებული 2016-02-16 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული) (ინგლისური)
- Рецензия журнала «Weekend» (რუსული)
- Рецензия сайта «MyRadio» დაარქივებული 2014-08-19 საიტზე Wayback Machine. (უკრ.)
- Le groupe ukrainien DakhaBrakha, entre folklore et modernité aux Eurocks — Le Monde (ფრანგული)
- DakhaBrakha, le bruit et la ferveur de l’Ukraine — Le Monde (ფრანგული)
- Les chants ukrainiens ont séduit les 300 spectateurs Ouest-France (ფრანგული)
- Critique de concert Dakha Brakha + Calexico (les Suds de Arles) (ფრანგული)
- Александр Генис о «ДахеБрахе» — Радио «Свобода»
- Womad Festival, Charlton Park — music review by Simon Broughton, Evening Standard (ინგლისური)
- Womad 2014 review — exceptional: classic energy and ebullience Robin Denselow, The Guardian (ინგლისური)
- WOMAD 2014, Charlton Park. Sold-out world music festival warms to revolutionary Ukrainians by Peter Culshaw, The Arts Desk (ინგლისური)
- Put Language Aside, Then Let the Music Take Time to Speak — by Jon Pareles, The New York Times
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Официальный сайт группы. ციტირების თარიღი: 2016-01-11.
- ↑ Марковец, Олеся.. (2011-12-26) Интервью с этно-группой "ДахаБраха": о новом альбоме, бабушках и Швейцарии. В городе. ციტირების თარიღი: 2016-01-11.
- ↑ www.kommersant.ru