დაღვერილა
მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში
(გადამისამართდა გვერდიდან დაღვერულა)
დაღვერილა — მთა საქართველოში, იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
დაღვერილა | |
---|---|
კოორდინატები: 42°28′11″ ჩ. გ. 43°35′05″ ა. გ. / 42.469722° ჩ. გ. 43.584917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | საჩხერის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2723 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარე თედელეთისწყლის სათავეში (ყვირილის აუზი). სიმაღლე ზღვის დონიდან 2723 მ. აგებულია ბაიოსური ტუფოგენური ქანებით. ქვედა კალთებზე წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია, ზემოთ — სუბალპური და ალპური მდელოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 340.