დაურ ახვლედიანი (დ. 10 ოქტომბერი, 1964, გაგრა — გ. 1993, სოხუმი) — აფხაზი ფეხბურთელი.

დაურ ახვლედიანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
10 ოქტომბერი, 1964
დაბადების
ადგილი
გაგრა, აფხაზეთის ასსრ,
საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების
თარიღი
1993
გარდაცვალების
ადგილი
სოხუმი
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1983 ტორპედო ქუთაისი 2 (0)
1984–1991 დინამო სოხუმი 221 (7)
1991–1993 ურალანი 28 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

თავისი კარიერა დაიწყო ქუთაისის ტორპედოში, რომლის ძირითად გუნდში 1983 წელს 2 შეხვედრა ჩაატარა. 1984 წელს სოხუმის დინამოში გადავიდა და აქ 1991 წლამდე დაჰყო; ითამაშა 221 მატჩში[1]. 1991 წელს გადავიდა რუსეთის ურალანში, რომელიც 1993 წელს დატოვა და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა. დაურ ახვლედიანი ომის მიწურულს, სოხუმის აღებისას მოკლეს[2].

აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ დაურ ახვლედიანს აფხაზეთის გმირის წოდება მიანიჭა და მისი სახელი უწოდა გაგრის სტადიონს[2].