დასავლეთ ევროპის ეპარქია

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია მოიცავს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს – საფრანგეთს, იტალიას, ლუქსემბურგს, პორტუგალიას, ესპანეთს, შვეიცარიას, მალტას. ეპარქია თავის იურისდიქციაში აერთიანებს აღნიშნულ სახელმწიფოებში დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად ემიგრირებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და ამ ქვეყნებში მცხოვრებ იმ უცხოელებს, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად. 2009 წელს ეპარქიას გამოეყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია, 2014 წელს კი -გერმანიისა და ავსტრიის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიები.

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია შეიქმნა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე[1]. ახლადშექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის ტიტულია საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი. ეპარქიის ცენტრია ქ. პარიზი. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დადგენილია მანამდე ჭიათურის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება