დარეჯან ბატონიშვილი (სოლომონ I-ის ასული)
დარეჯან ბატონიშვილი, ბაგრატიონი (დ. 1756 — გ. 1821) — იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, სოლომონ I-ის ასული, იმერეთის გავლენიანი თავადის ქაიხოსრო აბაშიძის მეუღლე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მონაწილეობდა 1810 წლის იმერეთის აჯანყებაში. დააპატიმრეს და თბილისში ჩაიყვანეს, თუმცა, ასაკიდან გამომდინარე, გენერალმა ტორმასოვმა დარეჯანის მგზავრობა შორეულ ადგილას გადასასახლებლად მიზანშეუწონლად მიიჩნია. 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების დროს, მეფის მთავრობამ გადაასახლა რუსეთში. გარდაიცვალა მოსკოვში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ო. სოსელია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 322.