დარეჯანი (იმერეთის დედოფალი)

Disambig-dark.svg ტერმინს „დარეჯან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დარეჯან.

დარეჯანი (გ. 1668) — მეფე თეიმურაზ I-ის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I-მა დარეჯანი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს მიათხოვა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1660) დარეჯანმა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან ჩამოაგდო ბაგრატ IV, ქმრად შეირთო ბაგრატიონთა შორეული ნათესავი ვახტანგი (ჭუჭუნასშვილად წოდებული) და იგი მეფედ გამოაცხადა. მის დროს დარეჯანი სამეფოს ფაქტობრივი გამგებელი იყო. მოკლეს ფეოდალებმა.

დარეჯან დედოფალი

ანანურის ციხის ღვთაების ეკლესიის წარწერიდან ირკვევა, რომ თეიმურაზს ჰყავდა ქალიშვილი, რომლის ძე ედიშერი იყო მდივანბეგი, ხოლო ოთარი კი — არაგვის ერისთავი.

ლიტერატურარედაქტირება