დანიშმენდები
დანიშმენდები ან დანიშმენდიდები (თურქ. Danişmentliler) — თურქმანული დინასტია, რომელიც 1104 წლიდან 1178 წლამდე[1] მმართავდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიას. მისი გავლენა თავდაპირველად სივასის, თოქათის და ნიკსარის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, დასავლეთის მიმართულებით დროებით ასევე მოიცავდა ანკარას და კასთამონუს, სამხრეთით კი მალათიას.
დანიშმენდები დანიშმენდების დინასტია Danişmentliler | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ანატოლია 1097 წლისთვის. | ||||
დედაქალაქი | სივასი ნიკსარი | |||
ენა | თურქული | |||
რელიგია | ისლამი | |||
მმართველობის ფორმა | საამირო | |||
დინასტია | დანიშმენდები | |||
- 1097—1104 | დანიშმენდ ღაზი (პირველი) | |||
- 1175–1178 | ნასრედინ მუჰამედი (უკანასკნელი) | |||
წარმოშობა
რედაქტირებაარსებობს მოსაზრება რომ დანიშმენდების წინაპრები ბაღვაშები, საქართველოს სამეფოს მსხვილი ფეოდალები არიან. 1048 წელს კაპეტრონის ბრძოლაში ლიპარიტ IV სელჩუკთა სულთანს ალფ-არსლანს ტყვედ ჩაუვარდა. მისი განათლებითა და კულტურით მოხიბლული სულთანი ლიპარიტს ღირსეულად ეპყრობოდა. 1051 წელს სულთანმა, იგი ტყვეობიდან გაანთავისუფლა, თუმცა მასთან დაიტოვა ლიპარიტის უფროსი ვაჟი რატი, რომელმაც მოგვიანებით ისლამი მიიღო და აჰმედ დაულად იწოდებოდა.[2]
ისტორია
რედაქტირებააჰმედ დაულა ალფ-არსლანის ეჯიბი (სასახლის მსახურთა უფროსი) და მისი მემკვიდრის დანიშმენდი (სპარსულად სელჩუკთა სახელმწიფოში სულთნის მემკვიდრის აღმზრდელს ეწოდებოდა) გახდა. ისტორიული წყაროების სიმცირის გამო, მისი მოღვაწეობის შესახებ ბევრი რამ უცნობია. აჰმედ დაულას მემკვიდრე დანიშმენდ ღაზი, სელჩუკების იმპერიაში დაწყებული შინა აშლილობის დროს ცნობილი გახდა, როგორც ისლამური რწმენის დამცველი (ღაზი). 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის დამარცხების შემდეგ, დანიშმენდი სელჯუკთა ლაშქარს სარდლობდა კაპადოკიაში. მას ნიკსარის მიმდებარე ტერიტორია ერგო სამართავად.[3] 1086 წელს დანიშმენდ ღაზიმ რუმის სასულთნოში არსებული შინააშლილობით ისარგებლა და საკუთარი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რომლის დედაქალაქი ამასია გახდა.[4]
1097 წელს დორილეის ბრძოლაში ჯვაროსნებთან დამარცხდა. 1100 წელს, ღაზიმ ტყვედ ჩაიგდო ანტიოქიის მთავარი ბოემონდ I და 1101 წელს ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწია. ის 1104 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ემირ ღაზი გიუმიუშთექინი ავიდა. გიუმიუშთექინმა 1130 წელს კილიკიის სომხეთის მეფე ლევონ I-თან დადო კავშირი და ანტიოქიის მთავარი ბოემონდ II დაამარცხა. ანტიოქიაში ტერიტორიულ გაფართოებას ხელი შეუშალა ბიზანტიის იმპერატორის იოანე II-ის ლაშქრობებმა, რომელიც ასევე პრეტენზიებს აცხადებდა ამ მიწებზე. 1131 წელს ალყაში მოაქცია ედესის საგრაფოს ციხესიმაგრე კაისუნი, თუმცა მოხსნა ალყა მას შემდეგ რაც ჟოსლენ I-ი ციხის დასაცავად გამოემართა. ის 1134 წელს გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი შთამომავალი მეჰმედი ავიდა, რომელიც ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩეოდა. სახელმწიფო სტაგნაციის გზას დაადგა, მიუხედავად ამისა მის სახელს უკავშირდება ქალაქ კაისერის თურქულ ქალაქად ჩამოყალიბება. 1134 წლიდან დანიშმენდების დინასტიის წევრები მალიქის (მეფის) ტიტულსაც ატარებენ, რომელიც მათ აბასიანთა ხალიფამ ალ-მუსთარშიდმა გადასცა. არ გამოირიცხება ისიც რომ ეს ტიტული უფრო ადრეც ჰქონოდათ.
1142 წელს როდესაც მეჰმედი გარდაიცვალა, დანიშმენიდთა მიწები გაინაწილა მისმა ორმა ძამ, მელიქ იაღიბასანმა, რომელმაც მელიქის ტიტული შეიანრჩუნა და სივასს განაგებდა და აინ ელ-დევლე, რომელიც მალათიაში გამაგრდა. ეს მოვლენა რუმის სულთანმა მასუდ I-მა სასიკეთოდ გამოიყენა და სივასი დაიმორჩილა.
1155 წელს, სელჩუკი სულთანი ქილიჩ-არსლან II თავს დაესხა მელიქ იაღიბასანის სამფლობელოს, იაღიბასანმა კავშირი დანიშმენდებთან დადო ბეილიქის სტატუსის დასაბრუნებლად კილიჯ არსლანს დაუპირისპირდა, თუმცა აკსარაის ბრძოლაში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ბინზატიის იმპერიის დახმარებით მან შეძლო ელბისტანის დაპყრობა. მოგვიანებით ის ასევე არბევდა ართუქიდების ციხესიმაგრეებს. ამ პოლიტიკის დამსახურებით დანიშმენიდებს რუმის სასულთნოსა და ართუქიდებისაგან შეექმნა საფრთხე. იაღიბასანმა დახმარებისთვის მოსულის ზენგიდთა დინასტიას მიმართა, ემირ ნურ ად-დინ ზენგის ჩარევით დაპირისპირებული მხარეები დაზავდნენ.
1174 წელს ნურ ად-დინ ზენგის გარდაცვალებით ისარგებლა ქილიჯ არსლანმა და სივასის დანიშმენიდთა სახელმწიფო უშუალოდ შემოიერთა. ოთხი წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია მალათიის დანიშმენიდთა სახელმწიფოს, რომლის მიწები ასევე რუმის სასულთნოს შეუერთდა.
მართველთა სია
რედაქტირებამმართველი | მმართველობის პერიოდი |
---|---|
დანიშმენდ ღაზი | 1097–1104 |
ღაზი გიუმიუშთექინი | 1104-1134 |
მელიქ მეჰმედ ღაზი | 1142–1175 |
სივასის შტო
რედაქტირებამმართველი | მმართველობის პერიოდი |
---|---|
მელიქ იაღბისანი | 1142–1164 |
მელიქ მუჯაჰიდ ღაზი | 1164–1166 |
მელიქ იბრაჰიმი | 1166–1166 |
მელიქ ისმაილი | 1166–1172 |
მელიქ ზუნუნი | 1172–1174 |
მალათიის შტო
რედაქტირებამმართველი | მმართველობის პერიოდი |
---|---|
აინ ელ-დავლე | 1142–1152 |
ზულ-კარნაინი | 1152–1162 |
ნასრ-ად-დინ მუჰამედი | 1162–1170 |
ფაჰრიდუნი | 1170–1172 |
აფრიდუნი | 1172–1175 |
ნასრ-ად-დინ მუჰამედი | 1175–1178 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Danishmend Gazi (Melik Gazi) Tomb in Niksar (fact sheet). ArchNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-05.
- Prof. Dr. Mehmet Eti. Specimens of Danishmend numismatics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-21.
- Mustafa Güler, İlknur Aktuğ Kolay. 12. yüzyıl Anadolu Türk Camileri (12th century Turkish mosques in Anatolia) Turkish. Istanbul Technical University Magazine (İtüdergi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-04.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The New Islamic Dynasties: A Chronological and Genealogical Manual, Clifford Edmund Bosworth, Edinburgh University Press, p.215, Online
- ↑ FOORD, E. (1911). The Byzantine empire. London, A. and C. Black.
- ↑ Seda., Parsumean-Tatoyean,. The Armenians in the Medieval Islamic World : Medieval Cosmopolitanism and Images of Islamthirteenth to Fourteenth Centuries.. ISBN 9781351485746. OCLC 1059012180.
- ↑ Fisher, p. 8.