დანიელ-კამპოსის პროვინცია

დანიელ-კამპოსის პროვინცია (ესპ. Provincia de Daniel Campos) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ამ მხარეში დაბადებული პოეტის — დანიელ კამპოსის პატივსაცემად. დედაქალაქია ლიიკა.

პროვინცია
დანიელ-კამპოსის პროვინცია
Provincia de Daniel Campos
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 20°11′00″ ს. გ. 67°48′00″ დ. გ. / 20.18333° ს. გ. 67.80000° დ. გ. / -20.18333; -67.80000
ფართობი 10 347 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, აიმარა
მოსახლეობა 5 067 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 0.5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

დანიელ-კამპოსი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი, დასავლეთით — ჩილე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 180 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 240 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 10 347 კმ²-ს შეადგენს.

პროვინცია მდებარეობს მარილიან პლატოზე, სამხრეთ ალტიპლანოში. მისი ტერიტორიის 65 %-ზე მეტი სალარ-დე-უიუნის უჭირავს. კლიმატი მშრალია, ნალექების 200 მმ საშუალო წლიური მაჩვენებლით.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
პოტოსის დეპარტამენტის პროვინციები
 
კუნძული ინკაუასი სალარ-დე-უიუნიში

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აიმარას შთამომავლები არიან.

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

20°07′ ს. გ. 67°48′ დ. გ. / 20.117° ს. გ. 67.800° დ. გ. / -20.117; -67.800