სალარ-დე-უიუნი
სალარ-დე-უიუნი (ესპ. Salar de Uyuni) — მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა სამხრეთ ბოლივიაში. მდებარეობს პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე.[1] მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ჩამოყალიბდა რამდენიმე პრეისტორიული ტბის ტრანსფორმაციის შედეგად. ტბა დაფარულია რამდენიმე მეტრის სისქის მარილის ქერქით. ასევე მოიცავს მლაშე გუბურებს, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%.[2] ამ ტერიტორიაზე გაედინება მთავარი სატრანსპორტო გზა, რომელიც კვეთს ბოლივიის ალტიპლანოს. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის ალტიმეტრული დაკალიბრების მეთოდით.[3]
წარმოქმნა
რედაქტირება40 ათასი წლის წინ, ეს ტერიტორია მინჩინის ტბის ნაწილს წარმოადგენდა. მისი დაშრობის შემდეგ, დარჩა დღეს არსებული ორი ტბა - პოოპო და ურუ-ურუ, ასევე ორი უდიდესი მარილიანი ჭაობი - კოიპასა და სალარ-დე-უიუნი.
გავლენა ეკონომიკაზე
რედაქტირებასალარ-დე-უიუნის მარილის მარაგი 25 მილიარდ ტონას შეადგენს. აქედან ყოველწლიურად იწარმოება 25.000 ტონა. საკმაოდ განვითარებულია ტურიზმი, აქ შეხვდებით ადგილობრივების მიერ მარილის ბლოკებისგან აშენებული სასტუმროებს.[4].
გალერეა
რედაქტირება-
ტბაში მდებარე კუნძული ინკაუასი
-
ფლამინგო ჯეიმსი
-
ანდური ფლამინგოები
-
მარილის წარმოება
-
მარილის წარმოების ტრადიციული მეთოდი
-
მარილის ბორცვები
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
- el clima en Uyuni დაარქივებული 2010-01-23 საიტზე Wayback Machine.
- Minería en el Salar de Uyuni დაარქივებული 2007-02-09 საიტზე Wayback Machine.
- Vista aérea del Salar de Uyuni en Google maps დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine.
- Fotos del Salar de Uyuni
- Los salares del altiplano boliviano: métodos de estudio y estimación económica-1981
- Página con fotos y datos sobre el Salar de Uyuni
კოორდინატები: 20°08′01″ ს. გ. 67°29′20″ დ. გ. / 20.1337750° ს. გ. 67.4891333° დ. გ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Uyuni Salt Flat. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-12-01.[მკვდარი ბმული]
- ↑ Keating, Joshua. (2009-10-21) Bolivia's Lithium-Powered Future: What the global battery boom means for the future of South America's poorest country.. Foreign Policy.
- ↑ Borsa, A. A; et al. (2002). „GPS Survey of the salar de Uyuni, Bolivia, for Satellite Altimeter Calibration“. American Geophysical Union, Fall Meeting.
- ↑ MEMBRANA | Мировые новости | Боливийцы строят новый отель из соли. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-09. ციტირების თარიღი: 2011-03-11.