ინკაუასი (კუნძული)
ინკაუასი (კეჩ. ინკების სახლი) ან ისლა-დელ-პესკადო — კუნძული ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს სალარ-დე-უიუნის მარილის ტბის შუაგულში.
კუნძულის ფართობი 24 62 ჰექტარია. გეოგრაფიულად ის უხეში, კლდოვანი და გორაკებიანია. დაფარულია გიგანტური კაქტუსებით.
ინაკუასი უდიდეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ადგილობრივი გიდები მოითხოვენ, რომ კუნძულს ოფიციალურად ეწოდოს ისლა-დელ-პესკადო (თევზის კუნძული), რადგან შორიდან მას თევზის ფორმა აქვს (სურათი მარცხნივ).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ისლა-დელ-პესკადო დაარქივებული 2011-01-06 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: