პოოპო (ესპ. Lago Poopó) — დიდი, მარილიანი ტბა ბოლივიის მთიანეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 3 700 მეტრზე. ტბის სიგრძე 90 კმ-ია, სიგანე 32 კმ. ზედაპირის ფართობი ცვალებადია და მერყეობს 1 340 კმ² - 2 500 კმ²-ს შორის. საშუალო სიღრმე 3 მეტრია.[1] წყლის ძირითადი მარაგი ჩამოაქვს მდინარე დესაგუადეროს, რომელიც ტიტიკაკას ტბიდან გამოედინება.

პოოპო
Lago Poopó
თანამგზავრული ფოტო
თანამგზავრული ფოტო
კოორდინატები: 18°33′ ს. გ. 67°05′ დ. გ. / 18.550° ს. გ. 67.083° დ. გ. / -18.550; -67.083
მდებარეობა ბოლივიის დროშა ბოლივია
სიგრძე 90 კმ
სიგანე 32 კმ
ფართობი 1 340 - 2 500 კმ²
საშუალო სიღრმე
აუზის ფართობი 27 700 კმ²
ჩამდინარე მდინარეები დესაგუადერო
პოოპო — ბოლივია
პოოპო
მედიაფაილები ვიკისაწყობში

დესაგუადეროს გარდა, პოოპოში აღმოსავლეთ სანაპიროს მხრიდან სხვა მრავალი პატარა მდინარე ჩაედინება, რომლებიც წელიწადის უმეტეს დროს დამშრალნი არიან. იმ დროს, როდესაც ტბაში წყლის დონე ყველაზე მაღალია, ის უერთდება მის დასავლეთით მდებარე მარილის უდაბნო სალარ-დე-კოიპასას. 1986 წელს დაფიქსირდა წყლის ყველაზე დიდი რაოდენობა და ტბის ფართობმა 3 500 კმ² შეადგინა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lake Poopo. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-07-18.