დალოა (ფრანგ. Daloa) — ქალაქი კოტ-დ’ივუარში. სასანდრა-მარაუეს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 245 360 ადამიანს[1][2]. მდებარეობს 318 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით ქვეყნის მსხვილ ქალაქ აბიჯანიდან[3], ზღვის დონიდან 299 მეტრ სიმაღლეზე[4]. რომის კათოლიკური ეკლესიის დალოას ეპარქიის ცენტრი.

ქალაქი
დალოა
ფრანგ. Daloa
ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ოლქი სასანდრა-მარაუე
კოორდინატები 6°52′00″ ჩ. გ. 6°27′00″ დ. გ. / 6.86667° ჩ. გ. 6.45000° დ. გ. / 6.86667; -6.45000
ფართობი 5305 კმ²
ცენტრის სიმაღლე 299
მოსახლეობა 245 360 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 46,25 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
დალოა — კოტ-დ’ივუარი
დალოა

ევროპელების მოსვლამდე აქ მდებარეობდა პატარა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა გუროს და ბეტე ხალხის წარმომადგენლები. 1903 წელს ფრანგმა კოლონიზატორებმა დასახლებული პუნქტი სამხედრო ფორტად გადააქციეს[5].

ადგილობრივი ზომებით ქალაქი მსხვილი სავაჭრო ცენტრია, წარმოადგენს ქალაქის შემოგარენში ნაწარმოები იამსის, ბრინჯის, ბანანის, მანიჰოტის და ბამბის გასაღების ბაზარს[5]. დალოა ასევე წარმოადგენს ექსპორტზე გასაგზავნი კაკაოს, ყავის და კოლას კაკლის გადამზიდავ პუნქტს. ქალაქში ასევე მდებარეობენ ხე-ტყის გადამამუშავებელი ცენტრები. ფუნქციონირებს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი[5]. დალოაში მდებარეობს საფეხბურთო სტადიონი, რომელიც გათვლილია 4000 ადგილზე[6] და ასევე დალოას აეროპორტი. ქალაქს ჰყავს საკუთარი საფეხბურთო კლუბი — RC Daloa.

2002 წელს ქალაქში სამხედროების მხრიდან აღინიშნა ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები (ძირითადად მუსლიმებზე, ან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულებზე). მომხდარის გამოძიებაზე მონაწილეობას იღებდა ორგანიზაცია Amnesty International[7].

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
  2. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)
  3. City (town): Daloa: map, population, location. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
  4. Daloa, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-06.
  5. 5.0 5.1 5.2 Daloa. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
  6. Stade Municipal de Daloa. Soccerway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-09. ციტირების თარიღი: 2012-07-04.
  7. Document - Côte d'Ivoire: Daloa massacres recall the spectre of Youpougon. AMNESTY INTERNATIONAL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
  8. Coopérations et jumelages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-28. ციტირების თარიღი: 2018-01-27.
  9. კამპინასის დამეგობრებული ქალაქები (პორტუგალიური)