დალი აბაშიძე (დ. 9 ნოემბერი, 1946, კონდოლი, თელავის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.

დალი აბაშიძე
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1946 (1946-11-09) (78 წლის)
დაბადების ადგილი კონდოლი, თელავის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1946 წლის 9 ნოემბერს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში. დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს და ასპირანტურა 1995 წელს.

1969-1992 წლებში მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე. 1992-1993 წლებში იყო თელავის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 1993-1995 წლებში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მთავარი მრჩეველი, სამსახურის ხელმძღვანელი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (თელავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 55, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება