თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი)

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრი კახეთში, ქალაქ თელავში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1940
ტიპი საჯარო
რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი
მისამართი 2200, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N 1, თელავი, საქართველო.
ქალაქი თელავი
შტატი კახეთი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი +(995 350) 27 24 01
კამპუსი 11
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი — საქართველო
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბმული

დაარსდა 1940 წელს, როგორც, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი, დაარსებიდანვე ატარებდა ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის — იაკობ გოგებაშვილის სახელს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს მას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. უნივერსიტეტი ავტონომიური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ასევე მუშაობს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი სკოლები (ფაკულტეტები):

  • განათლების სკოლა
  • აგრარულ მეცნიერებათა სკოლა
  • სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლა
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

სხვა ორგანოები

რედაქტირება
  • 30-ზე მეტი კაბინეტ-ლაბორატორია
  • სასწავლო სახელოსნო
  • ინტერნეტის ქსელი
  • საუნივერსიტეტო ენციკლოპედია
  • სოციოლოგიური კვლევის ცენტრი
  • კომპიუტერული ცენტრი
  • საინფორმაციო ცენტრი
  • კავკასიური კვლევების ცენტრი
  • არქეოლოგიური ცენტრი
  • იურიდიული კლინიკა
  • გერმანული ენისა და კულტურის ცენტრი (ბიბერახის ოთახი)
  • ევროპათმცოდნეობის ცენტრი
  • ამერიკის შესწავლის ცენტრი
  • ფრანკოფონიის ცენტრი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

რედაქტირება

უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს აგრეთვე რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია:

  • სტუდენტთა თვითმმართველობა;
  • მარი ბროსეს საზოგადოება;
  • სპორტული კლუბი.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

რედაქტირება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განკარგულებაშია ოთხი სასწავლო კორპუსი, 2 საერთო საცხოვრებელი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, საცურაო აუზი, ხელოვნების და კულტურის ცენტრი, რომლებიც განთავსებულია შვიდი ჰექტარი ფართობის გამწვანებულ გარემოში.

სტუდენტთა სწავლებას და მეცნიერთა საქმიანობას ემსახურება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ახლად გახსნილი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ორასი ათასზე მეტი წიგნადი ფონდით.

სტუდენტთა სწავლა-განათლებას ემსახურება 45 პროფესორი, 47 ასოცირებული პროფესორი და 8 ასისტენტ-პროფესორი.

უნივერსიტეტში დღეისათვის 1600-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. აქედან მაგისტრატურაში ირიცხება 224, დოქტორტურაში — 108.

ყოველწლიურად ქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, ასპირანტთა და სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულები. 1977 წლიდან პერიოდულად გამოდის საუნივერსიტეტო გაზეთი. უნივერსიტეტს რეგულარული ურთიერთობა აქვს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებთან.

უნივერსიტეტს გააჩნია მრავალფეროვანია საერთაშორისო კავშირები. დამყარებული აქვს მჭიდრო ურთიერთობები ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებთან: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში. უნივერსიტეტში ასევე ხორციელდება რამდენიმე საერთაშორისო პროექტი, მათ შორის „ერასმუს მუნდუსისა“ და „ტემპუსის“ პროექტები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება