დავით (დათიკო) სტეფანეს ძე დვალი (დ. 1875, სოფ. პატარა ონი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, მუშა.

1882 წლიდან ზეინკლად მუშაობდა თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში. 1896 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და 1902 წლიდან იყო მუშათა გაფიცვების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის რკინიგზის პირველი მარქსისტული წრის წევრი. 1905 წლიდან კი თავისი ძმის — ალექსის სახლში მართავდა პარტიულ არალეგალურ კრებებსა და შეხვედრებს, რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდნენ, მეუღლე ვალენტინა ლომთაძე და რძალი რესიმე დვალი, რევოლუციონერთა იარაღს ინახავდა სახლში. იმავე წელს ამბაკო ჭელიძესთან ერთად თბილისში დააარსა რაჭა-ლეჩხუმის დამხმარე სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი, რომლის გამგეობის წევრიც იყო. განაგებდა პარტიის სალაროსა და ფინანსებს. 1906 და 1909 წლებში დააპატიმრეს, როგორც მებრძოლი რაზმის წევრი და არალეგალური რევოლუციური ლიტერატურის გამავრცელებელი. ამიერკავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლომ ოთხი წლით კატორღა მიუსაჯა, გადასახლებაში გაჰყვა მეუღლეც. 1913 წელს, განთავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად გაგზავნეს ირკუტსკის გუბერნიაში, სადაც კვლავ აგრძელებდა რევოლუციურ მუშაობას. საბოლოოდ განთავისუფლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. არჩეული იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრად. საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც მენშევიკი, დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.858.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება