დავით ჩხეიძე (მწერალი)

ქართველი მწერალი

დავით მელიტონის ძე ჩხეიძე (ფსევდონიმი დია ჩიანელი) (დ. 1890, დიმი, ბაღდათის რაიონი1937) — ქართველი მწერალი.

დავით ჩხეიძე
დაბადების თარიღი 1890
დაბადების ადგილი დიმი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1937
ფსევდონიმი დია ჩიანელი/ Диа Чианели
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერისტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიის-ფილოლოგიის ფაკულტეტი, რევოლუციური საქმიანობისათვის გადაასახლეს ბაქოში. 1915-1917 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ბაქოს გიმნაზიაში, 1917-33 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-37 კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-34 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორი. მისი პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული „შემოდგომის ცრემლები“ 1918 წელს გამოქვეყნდა. დავით ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოები, რომანი „გიონ დარნა“ 1929 წელს გამოვიდა. თავის სიცოცხლეშივე გამოსცა პროზაული კრებული „ორბი“ (1933). თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის (1926-280), საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის (1928-32), საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის (1932-37) ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. დავით ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: „ურაგანი“, „ბეთქილი“, „ბაილი“, „ნაირმალი“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება