დავით ჩერქეზიშვილი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|დავით ჩერქეზიშვილი}} |
დავით ჩერქეზიშვილი (დ. 9 დეკემბერი, 1976, თბილისი) — ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი [1], ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი[2];
დავით ჩერქეზიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 დეკემბერი, 1976 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | მერი |
ორგანიზაცია | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადავით ჩერქეზიშვილი 2021 წლიდან არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი [3], იგი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ასოცირებული პროფესორი და აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარე, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის (GILISC) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მას აქვს მენეჯმენტის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დამფუძნებელი/პარტნიორი და 2013-2021 წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი. ის სხვადასხვა პერიოდში იყო დეპარტამენტის უფროსი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნ. ყიფშიძის სახელობის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე, თბილისის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა რაიონული ცენტრების მენეჯერი. ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის და სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა
რედაქტირებადავით ჩერქეზიშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის მონოგრაფიის, საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციების ავტორი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი და მოდერატორი. იგი არის ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[3] და სამეცნიერო ჟურნალების: ,,The New Economist'' (Georgia) და ,,Collection of Scientific Papers''[4] სარედაქციო კოლეგიის წევრი. მის ძირითად კვლევით სფეროებს წარმოადგენს მენეჯმენტი, განათლება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებები.
- ''Modern challenges: the socio-political issues of introducing professional and practice in doctoral education in the emerging economy of Georgia'', D Cherkezishvili, T Sanikidze, P Gibbs, Quality in Higher Education 26 (1), 2020, 98-113, DOI: 10.1080/13538322.2020.1728834[5]
- ''რეგიონული ბიზნესის მდგომარეობა და მისი განვითარების შესაძლებლობა საქართველოში (აჭარის მაგალითზე)'' (2019), მონოგრაფია
- 6th International conference on professional doctorates, UCL, UK, London, 2018 Paper title: ''Necessity of the Implementation of the Vocational Doctorate Degree Program in Georgia''
- III საერთაშორისო HR კონფერენცია ,,ტექნოლოგიების ერა და ეიჩარი” HR პროფესიონალთა გილდია, 2018; მოხსენება: ,,ცოდნა, როგორც ერთიანი რაციონალური პრინციპი''
- ,,რეგიონული ბიზნესის განვითარების მდგომარეობა საქართველოში აჭარის მაგალითზე'', ახალი ეკონომისტი 2 (41), 2016, 57-59
- ,,რეგიონული სოციალური სივრცე და ბიზნეს-გარემო,როგორც რეგიონში მეწარმეობის განვითარების საფუძველი'', ბიზნეს ინჟინერია, №1, 2015, 66-68
- ,,საქართველოში ბიზნესის განვითარების რეგიონული ასპექტები'', შრომები IV, აპრილი, 2014, 284-293
- ,,აჭარაში ბიზნეს–ინკუბატორების დაფუძნების პერსპექტივა'', სოციალური ეკონომიკა XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები, №4 (34), 2014, 85-89
- ,,აჭარის რესურსული პოტენციალი და მის ბაზაზე ბიზნესის პრიორიტეტულ მიმართულებათა გამოკვეთა'', ,სოციალური ეკონომიკა XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები, №6 (36), 2014, 56-58 და სხვა.