დავით კობიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე

დავით ივანეს ძე კობიძე (დ. 11 დეკემბერი, 1906, სოფ. შუა ამაღლება, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 14 ივლისი, 1981, თბილისი) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1933). II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1953 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ენისა და ლიტერატურის ისტორიის, კლასიკური და აღორძინების ხანის ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობისა და ქართული და სპარსული პოეტიკის საკითხებს. თარგმნა XIII საუკუნის სპარსელი პოეტის საადის „ბუსთანი“ და „გოლესთანი“. ავტორია სპარსული ლიტერატურის ქრესტომათიისა (ტ. 1–2, 1963–1967). 1976 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი (ავტორი) // ტ. 1. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1983. - 485გვ.
  • ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი (ავტორი) // ტ. 3 . - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978. - 246გვ.
  • სპარსული ლიტერატურის ისტორია : სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1975. - 520გვ.
  • ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი (ავტორი) // ტ. 2. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969. - 374გვ.
  • სპარსული ქრესტომათია (ავტორი) // წ. 2 : თანამედროვე პროზა და პოეზია. . - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1967. - 555გვ.
  • სპარსული ქრესტომათია (ავტორი) // წ. 1 : სპარსული და ტაჯიკური მხატვრული ლიტერატურის კლასიკური პერიოდი: (X-XV საუკ.) . - თბილისი, ცოდნა, 1963. - 464გვ.
  • ახალი სპარსული ლიტერატურა (ავტორი) // ნაწ. 1 : ფირდოუსის წინა პერიოდი. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1946. - 104გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება