დავით დევდარიანი (დ. 28 ოქტომბერი, 1987, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობს დანიის სუპერლიგის კლუბ „ორჰუსში“, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.

დავით დევდარიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით დევდარიანი
დაბადების
თარიღი
28 იანვარი, 1987 (1987-01-28) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ორჰუსი
ნომერი 30
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2005 სკ თბილისი 2 (0)
2005-2006 სკ თბილისი (დუბლები) 38 (4)
2006-2001 დანქერკე 0 (0)
2001-2008 ოლიმპი რუსთავი 20 (4)
2008- ორჰუსი 88 (18)
ეროვნული ნაკრები
2008 საქართველო 21 წლ. 1 (0)
2008- საქართველო 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დავით დევდარიანმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „თბილისში“, ერთი სეზონის შემდეგ დუბლებში დააქვეითეს, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ საფრანგეთის ქვედა დივიზიონის კლუბ „დანქერკეში“ გადავიდა, სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, კერძოდ რუსთავის „ოლიმპში“. 2007 წელს საქართველოს ჩემპიონი გუნდიდან წავიდა გუნდის ძირითადი ბირთვი და შემადგენლობა გაახალგაზრდავდა. ამავე წლის შემოდგომიდან დავით დევდარიანმა შეძლო მთავარ გუნდში თავის დამკვიდრება. 2007-08 წლის სეზონში „ოლიმპის“ შემადგენლობაში მან ჩაატარა 20 მატჩი და გაიტანა 4 გოლი. 2008 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო დსთ-ს თასის გათამაშებაში, სადაც მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა .2008 წლის ზაფხულში სათამაშო კარიერის გასაგრძელებლად დანიაში, საფეხბურთო კლუბ „ორჰუსის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა.

სანაკრებო

რედაქტირება

რუსთავის „ოლიმპში“ წარმატებული თამაშის შედეგად დავითი მიიწვიეს საქართველოს ჯერ 21 წლამდელთა ნაკრებში, სადაც 2 ამხანაგური მატჩი ითამაშა, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში, სადაც 6 მატჩი ჩაატარა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება