დავითიანი (ნაწარმოები)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

დავითიანიდავით გურამიშვილის ერთადერთი შემორჩენილი ნაწარმოები. მასში აღწერილია მწერლის ცხოვრება. არის ასევე მრავალი დარიგება ახალგაზრდებისთვის (თავი–სწავლა მოსწავლეთა). ნახსენებია ასევე რუსეთ-პრუსიის ბრძოლაც.

„დავითიანი“

ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი
ავტორი დავით გურამიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ფილოსოფია, ისტორია, რელიგია
ჟანრი ავტობიოგრაფია, ეპიკური პოეზია, პოემა
გამოცემის თარიღი გამოქვეყნებული 1787 წელს, გამოცემული 1894 წელს.
დაწერილია XVIII საუკუნეში.

სახელწოდება

რედაქტირება

„დავითიანი“ საქართველოს მწერლობაში დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელება იყო („თეიმურაზიანი“,„არჩილიანი“ ერქვა ქართველ მეფე–პოეტთა კრებულებს). დავით გურამიშვილი თავისი პოეტური შთაგონების წყაროდ მიიჩნევდა დავით წინასწარმეტყველს. პოეტი ბიბლიურ დავითს ბაძავს, მას ეხმიანება და მის დარად ადიდებს უფალს. ამდენად შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ დავითიანში გურამიშვილთან ერთად პოეტის სეხნიაც–ბიბლიური დავითიც იგულისხმება.[1]

წიგნში შემავალი ძირითადი ნაწარმოებები

რედაქტირება

ნაწარმოებში შესულია მრავალი ლექსი და ორი ავტობიოგრაფიულ-ისტორიული ხასიათის პოემა - "მხიარული ზაფხული" და "ქართლის ჭირი". ნაწარმოები პროლოგის შემდეგ 4 წიგნად იყოფა.

ხელნაწერები

რედაქტირება

1778 წელს დავით გურამიშვილმა საკუთარი ხელით გადაწერილი კრებული გადასცა მირიან ბატონიშვილს, ერეკლე II-ის ძეს, რომელიც რუსეთის იმპერატორთან იყო მივლინებული და გზად მირგოროდი გაიარა. სწორედ მან ჩამოიტანა საქართველოში "დავითიანი".[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია IX კლასი, გვ. 349.
  1. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია IX კლასი, გვ. 349.
  2. www.kvirispalitra.ge