გუსტავი (ნიანგი)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გუსტავი — დიდი ზომის მამრი ნილოსის ნიანგი ბურუნდიდან. ის ცნობილი გახდა როგორც კაციჭამია ნიანგი. მისი სანადირო არეალი მოიცავდა რუზიზის მდინარის აუზს და ტბა ტანგანიკას ჩრდილოეთ ტერიტორიას, სადაც მან სავარაუდოდ 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გუსტავის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. მან ადგილობრივ მოსახლეობაში შეიძინა მითიური არსების სტატუსი.
გუსტავი | |
---|---|
სახეობა | ნილოსის ნიანგი (ლათ. Crocodylus niloticus) |
სქესი | მამრობითი |
დაბადების თარიღი | დაახლ. 1955 |
ქვეყანა | ბურუნდი |
წონა | 900 კგ |
სიგრძე | 5,5 მ |
გუსტავს სახელი დაარქვა ჰერპეტოლოგმა პატრის ფეიმ, რომელიც 1990-იანი წლებიდან შეისწავლიდა და იძიებდა მას. გუსტავი ფართო საზოგადოებას გააცნო PBS-ზე 2004 წელს გასულმა მხატვრულმა ფილმმა „მკვლელი ნიანგის დაჭერა“. ფილმში ნაჩვენებია გუსტავის დაჭერის მცდელობის რეალური კადრები.
აღწერა
რედაქტირებაგუსტავის ზუსტი სიგრძე და წონა უცნობია, რადგან იგი არასდროს დაუჭერიათ, თუმცა 2002 წელს კვლევების შედეგად ივარაუდეს რომ იგი შესაძლოა ყოფილიყო 5,5 მ სიგრძის და 910 კგ წონის. სავარაუდოდ, მსგავსი გასაოცარი ზომის მიღწევისთვის მისი ასაკი უნდა ყოფილიყო 100 წლამდე. თუმცა ამ მოსაზრებას ასაკის შესახებ, ეჭვქვეშ აყენებს მის კბილებზე დაკვირვება. ასაკის მატებასთან ერთად ნიანგებს კბილები სცვივათ, ამიტომ უფრო რეალურია ვარაუდი იმისა რომ გუსტავი არ უნდა ყოფილიყო 60 წელზე მეტის.
როგორც ცნობილია, გუსტავის სხეულზე იყო სამი, ტყვიისგან გამოწვეული ნაიარევი, ასევე მას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა კიდური. რა გარემოებაში მიიღო მკვლელმა ნიანგმა ჩამოთვლილი დაზიანებები, უცნობია. მეცნიერების და ჰერპეტოლოგისტების ვარაუდით, გუსტავის სხეულის დიდმა ზომამ შეცვალა მისი რაციონი, იგი ვერ ახერხებდა თევზზე, ანტილოპასა და ზებრაზე ნადირობას, ამიტომაც იძულებული იყო თავს დასხმოდა უფრო დიდი ზომის ცხოველებს: ჰიპოპოტამებს, მტაცებელ ცხოველებს და ზოგჯერ ადამიანებსაც კი. ცნობილი ადგილობრივი ლეგენდის თანახმად გუსტავი თავის მსხვერპლს მხოლოდ კლავდა და არ ჭამდა. დოკუმენტური ფილმის მიხედვით, გუსტავს საშუალება ჰქონდა ფრთხილად შეერჩია მსხვერპლი, რადგან ნიანგებს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლონ რამდენიმე თვე.
2009 წელს გუსტავი კვლავ გამოჩნდა რუზიზის მდინარეში, ტანგანიკის ტბის მახლობლად.
დაჭერის მცდელობა
რედაქტირებაფილმში „მკვლელი ნიანგის დაჭერა“, პატრის ფეიე და დანარჩენი მეცნიერები ცდილობენ გუსტავის დაჭერას. ფილმის მიხედვით, პატრისი უშუალოდ დაჭერის პროცესამდე, ორი წლის განმავლობაში იკვლევდა გუსტავს. ქვეყანაში შექმნილი გარემოებების გამო, პატრისს და მის გუნდს ჰქონდათ, მხოლოდ და მხოლოდ, ორი თვე მიზნის მისაღწევად. პირველი მცდელობისას დამონტაჟებული იქნა თითქმის 1 ტონის და 9 მეტრის სიგრძის გალია, რომელშიც განთავსებული იქნა სატყუარა და ინფრაწითელი ვიდეო კამერა. გამოყენებული იქნა რამდენიმე სახის სატყუარა, მაგრამ გუსტავი არცერთმა მიიზიდა. მეორე მცდელობისას დამატებული იქნა ორი მახე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეგულარული ზომის ნიანგი მოხვდა მახეში, გუსტავის მიტყუება მაინც ვერ მოხერხდა.
ოპერაციის ბოლო კვირაში, გუნდმა გალიაში მოათავსა ცოცხალი თხა. მახის დაგების პირველ ღამეს არაფერი მოხდა, თუმცა მომდევნო ღამეს ცუდი ამინდის გამო გალიაში დამონტაჟებული კამერა მწობიდან გამოვიდა. მომდევნო დილით გუნდს გალია ნახევრად ჩაძირული დახვდა, თხა კი გამქრალი. როგორც მეცნიერებმა ივარაუდეს, ამინდის გაუარესებამ გამოიწვია წყლის დონის მატება, რაც თხას გალიიდან გაქცევაში დაეხმარა, თუმცა აღნიშნული მოსაზრების დამამტკიცებელი ჩანაწერები არ მოიპოვება, რამე თუ გადამღები კამერა არ მუშაობდა.
სავარაუდო გარდაცვალება
რედაქტირება2019 წელს, ჟურნალმა Travel Africa-მ განაცხადა გუსტავის მოკვლის შესახებ, თუმცა არ ითქვა ვინ და როგორ მოკლა ნიანგი.
პოპულარობა
რედაქტირებაგუსტავზე დაფუძნებულია მხატვრული ფილმი Primeval (თავდაპირველი სახელწოდება Gustave).
ასევე იხილეთ
რედაქტირება- ლოლონგი — ტყვეობაში მყოფი ყველაზე დიდი ზომის ნიანგი.