გურჯაანის მიწერილი სანადირო მეურნეობა

გურჯაანის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ გურჯაანის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 50 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. სანადირო მეურნეობა რაიონის მთელ ტერიტორიაზე იყო განლაგებული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონები, დასავლეთით — საგარეჯოს რაიონი, ჩრდილოეთით — თელავისა და ყვარლის რაიონები, სამხრეთით — სიღნაღის რაიონი.

ქვეტყე ხოხბის ბუნებრივი საკვები ბაზა და კარგი თავშესაფარია. ამიტომაცაა რომ აქ ხოხობი კარგადა იყო გავრცელებული. ტყის ზოლში მოიპოვებოდა შველი, რომელიც კარგი დაცვის პირობებში აქ საკმაოდ მრავლდებოდა. გარდა ამისა, აქ გავრცელებული იყო კურდღელი, მაჩვი, ციყვი; გვხვდებოდა ქედანი, მტრედი; მტაცებლებიდან მცირე რაოდენობით — მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა, ფოცხვერი და სხვ. რაიონის მონადირეთა აქტივმა კარგი ინიციატივა გამოიჩინა სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საქმეში. მათ ბევრი მუშაობა ჩაატარეს საზოგადოებრივ საწყისებზე და მიაღწიეს იმას, რომ რაიონში შექმნეს ორი სამონადირეო მეურნეობა ხოხბისა და კურდღლის გასამრავლებლად. პირველია „ლელის“ სამონადირეო მეურნეობა მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც 1962 წლიდან არსებობდა, იგი გათვალისწინებული იყო ხოხბების გასამრავლებლად. აქ აშენებული იყო ერთსართულიანი მონადირის სახლი. მეორეა „ინაბოტის“ სანადირო მიწერილი მეურნეობა, ალაზნის მარცხენა ნაპირზე, რომელიც 1965 წელს დაარსდა. აქ კარგი პირობები იყო ღორისა და კურდღლის გამრავლებისათვის. აქ აშენდა ორსართულიანი მონადირის სახლი. ამავე მეურნეობაში გაკეთდა ხელოვნური ტბა.

მეურნეობის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი შეიტანეს გურჯაანის რაიონის მონადირეებმა და მუშა-მოსამსახურეებმა შაბათობების მოწყობით. რაიონის ბუნებრივი პირობები, მონადირეთა აქტივის და მთელი რაიონის მშრომელთა დაინტერესება საფუძველს იძლეოდა ეფიქრათ, რომ გურჯაანის მიწერილი სანადირო მეურნეობები თავის დანიშნულებას წარმატებით შეასრულებდა.

ლიტერატურა რედაქტირება