გურზმუცელა ნემსიყლაპია

მწერი გურზმუცელასებრთა ოჯახისა

გურზმუცელა ნემსიყლაპია (ლათ. Cordulegaster insignis) — მწერი გურზმუცელასებრთა ოჯახისა. მკვეთრი შეფერილობის მოზრდილი ნემსიყლაპიაა. გავრცელებულია წინა აზიაში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე (საბერძნეთი), ამიერკავკასიასა და შუა აზიის მთებში, საქართველოში – მხოლოდ ლაგოდეხში. იშვიათი სახეობაა. უფრო ხშირად გვხვდება არაქსის შუა დინების მიდამოებში და ყარაბაღის ზეგანზე. ბინადრობს მთის მდინარეებსა და ანკარა ნაკადულებთან. ფრენს მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე. მთაში ვრცელდება ზღვის დონიდან 1300 მეტრამდე, ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო სახეობაა. ახასიათებს ინტენსიური ფორმათწარმოქმნის პროცესი. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

გურზმუცელა ნემსიყლაპია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cordulegaster insignis (Schneider, 1845)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 165507

ლიტერატურა რედაქტირება