გურამ მამაცაშვილი

ქართველი ინჟინერი, პედაგოგი

გურამ მამაცაშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1931, თბილისი — გ. 2009) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გურამ მამაცაშვილი დაიბადა 1931 წელს, თბილისში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ფაკულტეტი „ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის“ კვალიფიკაციით. 1956-1961 წლებში. მუშაობდა „ხრამჰესის“ იჰიდროელექტროსადგურს მშენებლობაზე, თბილისის წყალსადენის სათავე ნაგებობების სამმართველოს უფროსად, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში. 1961 წლიდან საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო., 1981-1986 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მელიორაციის განყოფილების გამგე იყო; 1986-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის "აგრომრეწვის" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1988-1990 წლებში სამშენებლო გაერთიანება "მთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილე იყო; წლების განმავლობაში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბილისი, 2017, გვ. 366-367

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება