მელიორაციული ჰიდროგეოლოგია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მელიორაციული ჰიდროგეოლოგია}} |
მელიორაციული ჰიდროგეოლოგია — ჰიდროგეოლოგიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის და გამოიმუშავებს ჰიდროგეოლოგიური პირობების გაუმჯობესების მეთოდებს, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით.
საქართველოში მელიორაციული ჰიდროგეოლოგია ითვლის ათეულ წლებს. ჯერ კიდევ XX საუკუნის სამოციან წლებში გეოლოგიური სამართველოს ჰიდროგეოლოგიურ ქვედანაყოფში საფუძველი ჩაეყარა კვლევებს მელიორაციული ჰიდროგეოლოგიის მიმართულებით, რომელსაც აწარმოებდნენ ენთუზიასტი სპეციალისტები, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი გიორგი (გოგი) მარტაშვილი და გივი გოგინაშვილი. მათ სხვადასხვა დროს დააპატენტეს საავტორო უფლებები რამდენიმე მეთოდზე. ამ მეთოდების გამოყენება აუმჯობესებს სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას.
1976 წელს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში გიორგი მარტაშვილისა და გივი გოგინაშვილის აქტიური მცდელობით შეიქმნა საქართველოს ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული ექსპედიცია, რომელიც XX საუკუნის მიწურულამდე იმდროინდელი პოლიტიკური და სამეურნეო ხელმძღვანელების მხარდაჭერით ფუნქციონირებდა წარმატებით.