გურამ ვადაჭკორია
გურამ არსენის ძე ვადაჭკორია (დ. 11 ოქტომბერი, 1930, თბილისი) — ქართველი პათომორფოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1991).
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1960-1962 წლებში ხელმძღვანელობდა პათომორფოლოგიის განყოფილებას ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1972-1971 წლებში კი ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში. 1973-2003 წლებში უძღვებოდა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის და ჰისტოქიმიის ლაბორატორიას. მისი სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენდოკრინული სისტემის სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა. ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სამი მონოგრაფია. არის ერთი გამოგონების ავტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვადაჭკორია, გურამ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 129.