გურამ გრიგოლია (ისტორიკოსი)
გურამ კონსტანტინეს ძე გრიგოლია (დ. 13 მარტი, 1932, თბილისი, — გ. 25 ივნისი, 2020) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1956-1977 წლებში მუშაობდა იქვე, 1977-1982 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურო კვლევის ცენტრში, 1984 წლიდან თსუ-ს ლექტორი, ამავე უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი (1992-2006), ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი (2007 წლიდან). მისი გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება პირველყოფილი საზოგადოების ისტორიისა და ანტიკური ხანის საისტორიო გეოგრაფიულ პრობლემებს; სადაზვერვო მუშაობის შედეგად გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი; მისი მონაწილეობით გაითხარა — ბრილის სამაროვანი (1952-1953), ხოვლეგორა (1955-1957), წოფი I (1957-1958), წონისა და ჯრუჭულის (1958-1963), ქვაჭარისა და სვანთა სავანის (1958-1965) მღვიმეები; ენგურის ხეობის ძეგლები (1963-1971); ხორშის ნეოლითური ნამოსახლარი (1966-1981).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1994. - 153გვ.
- ცენტრალური კოლხეთის ნეოლითი პალური (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1977. - 129გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორბენაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 155.