ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გურამ ბახტაძე (დ. 22 იანვარი, 1961 — გ. 16 მარტი, 1993) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გურამ ბახტაძე დაიბადა სოფელი წებელდაში, გულრიფშის რაიონში. 1981 წელს დაამთავრა ხონის ტექნიკური სასწავლებელი. აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს გურამ ბახტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით მებრძოლად. გურამ ბახტაძე აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, მდინარე გუმისთის მიმდებარედ. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, მე-6 ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას, მტრის მიერ სოხუმზე განხორციელებული მორიგი შემოტევის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ (გარდაცვალების შემდეგ).

ლიტერატურა

რედაქტირება

უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბ., 2004, გვ. 72.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_ბახტაძე“-დან